სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის 11 თვეში ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 23.2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი თითქმის 10%-ით არის გაზრდილი.
საქსტატის ცნობით, ზრდის ტენდენცია ფიქსირდება როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მიმართულებით. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 10.1%-ით გაიზარდა და 6.6 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტის მოცულობამ 16.5 მილიარდ დოლარს მიაღწია (მატება 9.3%). ამავდროულად, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 9.9 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 43%-ს შეადგენს.
საგარეო ვაჭრობის შესახებ უფრო ვრცელი და დეტალური ანგარიში მიმდინარე წლის 19 დეკემბერს გახდება ცნობილი.












