საქსტატი: იანვარ-სექტემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $20.5 მილიარდს გადააჭარბა

საქსტატი: იანვარ-სექტემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $20.5 მილიარდს გადააჭარბა

ფოტო: Getty

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 20.5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.2%-ით მეტია. საქსტატის მონაცემებით, ექსპორტი 19.6%-ით გაიზარდა, იმპორტის ზრდამ კი 5.3% შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოდან ექსპორტმა 6.15 მილიარდი დოლარი შეადგინა, იმპორტმა კი – 14.38 მილიარდი დოლარი. შედეგად, ქვეყნის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 8.23 მილიარდი დოლარი იყო, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.1%-ს შეადგენს.

ექსპორტის ზრდის მიუხედავად, იმპორტის მოცულობა ექსპორტს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. იანვარ-სექტემბერში საქართველომ საზღვარგარეთ გაყიდული საქონლით მიღებულ შემოსავალზე მეტი თანხა იმპორტირებულ საქონელში გადაიხადა, რაც უარყოფით სავაჭრო ბალანსში აისახა.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები საანგარიშო პერიოდში თურქეთი, ჩინეთი და რუსეთი იყვნენ. ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ, ჯამურად, 7.09 მილიარდი დოლარი შეადგინა.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი