საქსტატი: იანვარში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 24.2%-ით შემცირდა

საქსტატი: იანვარში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 24.2%-ით შემცირდა

ფოტო: Getty Images

 

სტატისტიკის ექსპრესმონაცემების თანახმად, 2026 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, თითქმის 1.6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ეს წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 24.2%-ით ნაკლებია.

საქსტატის მონაცემებით, იანვარში ექსპორტი 480.4 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც წლიურ ჭრილში 19%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება იმპორტს, მან 1.117 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 34.5%-ით ნაკლებია.

ამავე პერიოდში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 636.6 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.9%-ია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 19 თებერვალს გამოქვეყნდება.