სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 0.6%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ინდექსის წლიურ ცვლილებას, ამ შემთხვევაში 7%-იანი ზრდა აღინიშნა. ცნობისთვის, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 57%-ით არის გაზრდილი.
საქსტატის ცნობით, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი ბინების სეგმენტში ფასები 0.5%-ით გაიზარდა, კერძო სახლების სეგმენტში კი 1.2%-ით. 2024 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ბინების შემთხვევაში 6.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო კერძო სახლების შემთხვევაში – 7.2%-იანი.
2025 წლის მესამე კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში კვადრატული მეტრის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით:

შენიშვნა: RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.