სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ნოემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.5%-ით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი 5.2%-ით გაიზარდა.
საქსტატი: ნოემბერში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.2%-ით გაძვირდა


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ნოემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.5%-ით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი 5.2%-ით გაიზარდა.
საქსტატის ინფორმაციით, ნოემბერში საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.9%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 7.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
რაც შეეხება არასაცხოვრებელ სეგმენტს, ამ შემთხვევაში ნოემბერში ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.7%-ით გაიზარდა, 2024 წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი 10.7%-ით.
სამოქალაქო სეგმენტის ინდექსში თვიურ ჭრილში 0.4%-იანი კლება აღინიშნა, წლიურ ჭრილში კი – 0.9%-იანი მატება.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში ვკითხულობთ, თვიურ ჭრილში ცვლილება, ძირითადად, მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1.3%-იანი ზრდით იყო განპირობებული, რამაც 0.43 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
საქსტატის ცნობით, წლიურ ჭრილში ზრდა, „გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 21.0-პროცენტიანი მატებით და სხვა ხარჯების კატეგორიის 4.8-პროცენტიანი ზრდით, რამაც შესაბამისად, 5.02 და 0.3 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში“.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 25.8%-ით არის გაზრდილი.