საქსტატი: თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 8.4%-ით გაიზარდა

საქსტატი: თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 8.4%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.8% შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, ამავე წლის იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 8.4%-ს გაუტოლდა.

ანგარიშის თანახმად, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, დამამუშავებელი მრეწველობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა. კლების ტენდენცია კი მშენებლობის და ენერგეტიკის სექტორებში აღინიშნა.

რაც შეეხება მნიშვნელოვან ეკონომიკურ მაჩვენებლებს, სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) წინა თვესთან შედარებით – 100.2-ს, ხოლო წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 104.6-ს გაუტოლდა. დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 10.7%-ით გაიზარდა.

ამავე პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლებიდან ხარჯებმა 1.64 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო შემოსავლები 1.74 მილიარდ აღემატებოდა. გარდა ამისა, თებერვალში იმპორტმა $1.33 მილიარდი შეადგინა, ექსპორტი კი $546.3 მილიონს გაუტოლდა.