საქსტატი: უმუშევრობის დონე 13.9 პროცენტია

საქსტატი: უმუშევრობის დონე 13.9 პროცენტია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დასაქმება-უმუშევრობის დათვლის მეთოდოლოგია შეცვალა. გარდა ამისა, გასული წლების სტატისტიკაზე დიდი გავლენა იქონია 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით დაკორექტირებულმა მონაცემებმა.

საქსტატის ინფორმაციით, 2017 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 10 645 კაცით შემცირდა და 1 707 ათასი შეადგინა. თუმცა, 2 500 კაცით შემცირდა უმუშევართა რაოდენობაც. შესაბამისად, დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება სამუშაო ძალის (ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა) შემცირებითაა განპირობებული.

დასაქმებულების შემცირება თვითდასაქმებულების 33 000 კაცით შემცირებამ განაპირობა, დაქირავებით დასაქმებულების რაოდენობა 22 700 კაცით გაიზარდა.

უმუშევრობის დონემ 13.9% შეადგინა. 2016 წელს უმუშევრობის დონე 14% იყო. დასაქმების დონე 57.1%-დან 56.7%-მდე შემცირდა.

დაახლოებით 16 000 კაცით გაიზარდა სამუშაო ძალის გარეთ არსებული მოსახლეობა და 1 029 ათაში შეადგინა. ეს არის მოსახლეობა, რომელიც სტატისტიკური მეთოდოლოგიის თანახმად არც დასაქმებულად ითვლება და არც უმუშევრად.

გრაფიკი: უმუშევრობის დონე

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *