სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის IV კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 28.82 მილიარდ ლარს გაუტოლდა. მისივე ცნობით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.7% შეადგინა.
როგორც დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, მშპ-ის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2025 წლის IV კვარტალში 5.8%-ით განისაზღვრა.
საქსტატის მონაცემებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (22.0%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (7.4%), განათლება (17.1%), ტრანსპორტი და დასაწყობება (11.0%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (8.4%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (14.3%), დამამუშავებელი მრეწველობა (6.2%).
რაც შეეხება მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდ წილს, ის გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობას; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტს (15.6%) და დამამუშავებელ მრეწველობას (9.3%) ეკუთვნის. ამის შემდგომ მოდის უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.0%), მშენებლობა (8.9%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (7.6%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.8%), განათლება (6.5%), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.4%) და საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობები (4.8%).











