საქსტატის ცნობით, საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 271 ლარია

საქსტატის ცნობით, საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 271 ლარია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2 271.6 ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4%-ით, 214.9 ლარით მეტია.

საქსტატის ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი ფიქსირდება ქვემოთ მოცემულ დარგებში:

დარგისაშუალო თვიური ხელფასი (ლარი)წლიური ცვლილება
ინფორმაცია და კომუნიკაცია4 212.9+5.9%
მშენებლობა3 682.9+15.2%
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები3 526.0+10.7%
სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება3 154.3+30.6%

ქალების საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი კვლავ მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა კაცებისას – 1 797.4 ლარი შეადგინა, ხოლო კაცების ხელფასმა – 2 738.1 ლარი. განსხვავებულია ზრდის მაჩვენებლებიც და ამ შემთხვევაშიც ქალებთან შედარებით დაბალი მატება ფიქსირდება. კერძოდ, ქალების შემთხვევაში ხელფასების წლიურმა ზრდამ 146.8 ლარი (8.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 287.1 ლარი (11.7%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბიზნესსექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 10.5%-ით, 230.8 ლარით გაიზარდა და 2 420.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის სფეროში და 4 277.5 ლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.2%-იან ზრდას გულისხმობს. მშენებლობის სფეროში ხელფასმა 3 687.6 ლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 15.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ანგარიშის თანახმად, არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.3%-ით, 187.4 ლარით გაიზარდა და 2 000.9 ლარი შეადგინა. ამ შემთხვევაში შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო მიმართულებით დასაქმებულებს.