სავაჭრო გემების ყველაზე დიდი ფლოტები - რომელი ქვეყნები ლიდერობენ მსოფლიოში?

სავაჭრო გემების ყველაზე დიდი ფლოტები - რომელი ქვეყნები ლიდერობენ მსოფლიოში?

სავაჭრო გემების ფლოტი გლობალური ეკონომიკის ხერხემალია, რომელსაც გაეროს ვაჭრობისა და განვითარების ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში საქონლის 80% გადააქვს.

The World Factbook-დან აღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გთავაზობთ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებიც სავაჭრო გემების ყველაზე დიდ ფლოტებს ფლობენ. მონაცემებში გათვალისწინებულია სხვადასხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული სავაჭრო გემების რაოდენობა (1000 მთლიანი ტონა და მეტი), რომლებიც როგორც შიდა, ისე გლობალური გადაზიდვებისთვის გამოიყენება.

ვიდრე რეიტინგს გაგაცნობთ, გავარკვიოთ, თუ რატომ რეგისტრირდებიან სავაჭრო გემები ქვეყნის დროშის ქვეშ. აუცილებელია, რომ ყველა სავაჭრო გემი იყოს რეგისტრირებული კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც შემდეგ პასუხისმგებლობას იღებს მისი უსაფრთხოების, შრომითი პრაქტიკისა და გარემოსდაცვითი სტანდარტების რეგულირებაზე.

თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც გემთმფლობელი რეგისტრაციას საკუთარი ქვეყნის გარეთ არჩევს. ამის მიზეზი კი, ძირითადად, შერჩეულ ქვეყანაში მოქმედი დაბალი გადასახადი, ნაკლები რეგულაცია ან სხვადასხვა სახის საგადასახადო შეღავათებია. ასეთ გემთმფლობელს შორის განსაკუთრებული პოპულარობით პანამა და ლიბერია სარგებლობს. შესაბამისად, დროშას, რომლის ქვეშაც გემი დაცურავს, შეიძლება არაფერი ჰქონდეს საერთო მისი მფლობელების ბაზირების ადგილსამყოფელთან.

ინდონეზია, სავაჭრო გემების ყველაზე დიდი ფლოტით, სიის სათავეშია მოქცეული. მისი დროშის ქვეშ 11,422 სავაჭრო გემია რეგისტრირებული. ინდონეზიის 17,000-ზე მეტი კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგი საზღვაო ტრანსპორტს ვაჭრობისთვის აუცილებელს ხდის. ქვეყნის კაბოტაჟის კანონი, რომელიც მოითხოვს, რომ ინდონეზიის წყლებში მოძრავი გემები ადგილობრივი დროშით იცვლებოდნენ, მისი სავაჭრო ფლოტის ზომას კიდევ უფრო ზრდის.

ქვეყანასავაჭრო გემების რაოდენობაგლობალური წილი
ინდონეზია11,42211.0%
ჩინეთი8,3148.0%
პანამა8,1747.9%
იაპონია5,2295.0%
ლიბერია4,8214.7%
მარშალის კუნძულები4,1804.0%
აშშ3,5333.4%
სინგაპური3,2023.1%
რუსეთი2,9102.8%
ჰონგ-კონგი2,5372.4%
ფილიპინები2,2032.1%
სამხრეთი კორეა2,1492.1%
ვიეტნამი1,9731.9%
მალტა1,9571.9%
ინდოეთი1,8591.8%
მალაიზია1,7501.7%
ნორვეგია1,7201.7%
იტალია1,2761.2%
ბაჰამის კუნძულები1,2741.2%
საბერძნეთი1,2151.2%
ნიდერლანდები1,1871.1%
თურქეთი1,1701.1%
კვიპროსი1,0051.0%
სხვა ქვეყნები28,53427.5%