Scale AI-ის წილის სანაცვლოდ, Meta $15 მილიარდის გადახდას გეგმავს - The Information

Scale AI-ის წილის სანაცვლოდ, Meta $15 მილიარდის გადახდას გეგმავს - The Information

The Information-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Meta Platforms-ი, ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ Scale AI-ის 49%-იანი წილის შეძენას გეგმავს. გარიგების პოტენციური ღირებულება $14.5 მილიარდია.

შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, Scale AI-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრ ვანგი Meta-ში მაღალ პოზიციას დაიკავებს და ახალ, „სუპერინტელექტის“ ლაბორატორიას უხელმძღვანელებს. ანაგრიშის თანახმად, გარიგება მოგებიანი იქნება Scale AI-ის ამჟამინდელი ინვესტორებისთვის, მათ შორის Accel-ისთვის, Index Ventures-ისთვის, Founders Fund-ისა და Greenoaks-ისთვის, ასევე AI-სტარტაპის ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლებისთვის.

The Information-ის თანახმად, მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან დამატებითი კონტროლის თავიდან ასაცილებლად, გარიგებისთვის სპეციალური სტრუქტურაც შემუშავდება.

Scale AI 2016 წელს დაარსებული სტარტაპია, რომელიც ისეთი მოწინავე ხელოვნური ინტელექტის სისტემების ტრენინგისთვის, როგორიცაა OpenAI-ის ChatGPT-ი დიდი რაოდენობით მონაცემებს უზრუნველყოფს. ე.წ. Labeled Data-ს, რომელსაც Scale AI სისტემებს აწვდის, შესაბამისი აღწერა ერთვის, რომელიც კომპიუტერს მონაცემების შინაარსის დადგენაში ეხმარება.

ცნობისთვის, გასულ გაზაფხულზე, დაფინანსების რაუნდში, Scale AI $13.8 მილიარდად შეფასდა. ანგარიშის თანახმად, 2024 წელს სტარტაპმა დაახლოებით $870 მილიონის შემოსავალი მიიღო, წელს კი $2 მილიარდზე მეტს პროგნოზირებს.