სექტემბერში ფულადი გზავნილები 12.1%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

სექტემბერში ფულადი გზავნილები 12.1%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 317.79 მილიონი აშშ დოლარი (860.2 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 12.1%-ით (34.4 მილიონი აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან საერთო ჯამში 144.28 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანის გზავნილების 45.40%-ს შეადგენს. წლიურმა ზრდამ 11.72% შეადგინა.

რაც შეეხება ცალკეულ ქვეყნებს, სექტემბერში ფულადი გზავნილებით კვლავ აშშ ლიდერობს, საიდანაც საქართველოში 59.68 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. მაჩვენებელი წლიურად 21.71%-ით გაიზარდა. მეორე ადგილზე, 54.06 მილიონი აშშ დოლარით, იტალიაა, საიდანაც წლიურ ჭრილში ფულადი გზავნილები 8.99%-ით არის გაზრდილი. მესამე ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს, საიდანაც 39.49 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, ამ შემთხვევაში წლიურად 10.23%-იანი ზრდა აღინიშნა.

მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 38.2 მილიონი აშშ დოლარი (103.5 მილიონი ლარი) გადაირიცხა, რაც 2024 წლის ამავე თვის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.7%-ით მეტია.