თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სექტემბრის თვეში, ხუთი განსხვავებული თემატიკის შეხვედრა გაიმართა და მას 700-მდე ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრო.
ტრენინგების ფარგლებში, მეწარმეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ბიზნესთან დაკავშირებულ თემებსა და საკითხებზე სფეროს ექსპერტებისგან მიეღოთ უახლესი, სასარგებლო ინფორმაცია და დაესვათ შეკითხვები.
სექტემბრის ტრენინგები შემდეგი საკითხების განხილვას დაეთმო:
- საგადასახადო სიახლეები – შეხვედრას ტრენერი, დავით პაპიაშვილი უძღვებოდა და მასში განხილული იყო, საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ძირითადი პრინციპები და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითები.
- ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა– ტრენინგის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პრაქტიკული რჩევები მიეღოთ იმაზე, თუ როგორ განსაზღვრონ საწარმოს კატეგორია, შეარჩიონ შესაბამისი ანგარიშგების სტანდარტი, დაადგინონ წარსადგენი დოკუმენტები და თავიდან აიცილონ ვადის დარღვევასთან დაკავშირებული სამართლებრივი შედეგები.
- მარაგების აღრიცხვა და მართვა – ტრენერმა, ზურაბ ნიკვაშვილმა აუდიტორიას პრაქტიკული ცოდნა გაუზიარა მარაგების სწორი აღრიცხვისა და ეფექტური მართვის შესახებ. მონაწილეები იმ ფინანსურ, ოპერაციულ და საგადასახადო პრინციპებსაც გაეცნენ, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს კომპანიის მოგებაზე, ფულად ნაკადებსა და სამუშაო კაპიტალზე.
- ბიუჯეტირება და მომავლის ფინანსური გეგმები – სექტემბრის კიდევ ერთ ტრენინგზე,შეხვედრის მონაწილეებმა პრაქტიკული ცოდნა მიიღეს ბიზნესის სწორი ფინანსური დაგეგმვის, რესურსების ოპტიმიზაციის, რისკების თავიდან აცილებისა და კომპანიის მდგრადი ზრდის უზრუნველყოფის შესახებ.
- ფინანსური პროცესების ავტომატიზაცია და მოგების ზრდა – ტრენინგი დაეთმო შემდეგ თემატიკას: როგორ გამოიყენოს ბიზნესმა ფინანსური მონაცემები ყოველდღიური გადაწყვეტილებების, ფულადი ნაკადების, მომგებიანობისა და დაგეგმვის გასაუმჯობესებლად. შეხვედრას ბიზნესის მფლობელები, კომპანიების დირექტორები, ფინანსური და საოპერაციო მენეჯერები, ასევე ის
გადაწყვეტილების მიმღები პირები ესწრებოდნენ, რომლებსაც საკუთარ საქმიანობაში, ფინანსური მონაცემების უკეთ გამოყენება სურთ.
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება და მის ფარგლებში, ოქტომბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო. სესიებზე დასწრება თიბისის ბიზნესმომხმარებლებს წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე: https://tbcbank.ge/ka/business/education , სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი.
ტრენინგებზე დასწრება თავისუფალია და ის ბიზნესგანათლების ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, მეწარმეებისთვის, უახლესი და სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას ისახავს მიზნად.
S









