შავი პარასკევი საქართველოში: ფასდაკლებების გზამკვლევი

შავი პარასკევი საქართველოში: ფასდაკლებების გზამკვლევი

ნოემბრის ბოლო კვირა უკვე წლებია, რაც მხოლოდ კალენდარული თარიღი აღარ არის – ეს ის დროა, როცა სასურველი ნივთების შეძენა ყველაზე გონივრულ ინვესტიციად იქცევა. მიუხედავად იმისა, გეგმავთ თუ არა მსხვილი საოჯახო ტექნიკის განახლებას, გარდერობის გადახალისებას თუ ზამთრის სეზონისთვის მომზადებას, ახლა საუკეთესო მომენტია მოქმედებისთვის.

ჭკვიანური შოპინგი მხოლოდ დაბალი ფასის პოვნას არ ნიშნავს, ეს ხარისხისა და ფასის საუკეთესო კომბინაციის შერჩევაა. იმისთვის, რომ დაზოგოთ დრო და თავიდან აიცილოთ ქაოსური ძიების პროცესი, გთავაზობთ კომპანიების ჩამონათვალს, რომლებიც 2025 წლის სეზონზე საუკეთესო პირობებს გვთავაზობენ.

როდის არის შავი პარასკევი?

ტრადიციულად, ეს დღე ამერიკაში მადლიერების დღის მომდევნო პარასკევს აღინიშნება. 2025 წელს შავი პარასკევი 28 ნოემბერს იქნება.

თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ეს თარიღი გაცდა ერთ კონკრეტულ დღეს. კომპანიების უმეტესობა მომხმარებლებს „შავ კვირეულს“ (Black Week) სთავაზობს, რაც ნიშნავს, რომ ფასდაკლებები უკვე აქტიურია ან პარასკევამდე რამდენიმე დღით ადრე იწყება. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ მშვიდად, რიგებისა და აჟიოტაჟის გარეშე შეარჩიოთ სასურველი პროდუქცია.

Black Friday-ს გზამკვლევი: სად დაგხვდებათ საინტერესო აქციები?

მოცემულ განახლებად გზამკვლევში დაგხვდებათ იმ კომპანიების სია, რომელბიც შავ პარასკევს საინტერესო შემოთავაზებებს გვთავაზობენ.

  • Alta (ალტა): თუ ახალი სმარტფონის, ლეპტოპის ან სამზარეულოს ტექნიკის შეძენას გეგმავთ, „ალტა“ წელსაც მთავარი დანიშნულების ადგილია. როგორც წესი, ტექნიკაზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა სწორედ ახლა ფიქსირდება, მათ საიტზე შავი პარასკევის ფასდაკლებები ტექნიკაზე აუცილებლად უნდა დაათვალიერო.
  • Dressup.ge: ონლაინ შოპინგის მოყვარულებისთვის ეს იდეალური პლატფორმაა. Levi’s, Tommy Hilfiger, Lacoste და სხვა მსოფლიო ბრენდების კოლექციებზე სპეციალური ფასები დაგხვდებათ. შავი პარასკევის აქციებზე თუ მაღაზიებში სიარული არ გსურთ, გამოიყენე Dressup.ge მშვიდი შოპინგისთვის.
  • Beard.ge: თუ ეძებთ გამორჩეულ საჩუქარს ან პირადი მოხმარების ნივთებს (წვერის მოვლის საშუალებები, აქსესუარები), Beard.ge შავ პარასკევს სპეციალურ ნაკრებებს გვთავაზობს.
  • NOVA (ნოვა): სამშენებლო და სარემონტო მასალების მრავალფეროვანი არჩევანით გამოირჩევა. „ნოვაში“ Black Friday ფასდაკლებები ვრცელდება როგორც მსხვილ სამშენებლო მასალებზე, ისე აბაზანისა და ინტერიერის აქსესუარებზე.
  • Thermoindustria (თერმოინდუსტრია): ზამთრის დადგომასთან ერთად გათბობის სისტემებზე ზრუნვა აქტუალურია. ენერგოეფექტური ქვაბები, რადიატორები და კლიმატური ტექნიკა „თერმოინდუსტრიაში“ შავი პარასკევის აქციების ფარგლებში საუკეთესო ფასადაა ხელმისაწვდომი.
  • E-Motors Georgia: ავტომობილის შეძენა დიდი ინვესტიციაა, შავი პარასკევი კი ამ ინვესტიციის გასაკეთებლად იდეალური დროა. ელექტრომობილების ფართო არჩევანი და ფასდაკლების პირობები E-Motors-ისგან წლევანდელი წლის ერთ-ერთი მთავარი სიახლეა.
  • Agrosphere (აგროსფერო): ფერმერებისთვის და აგრო-სექტორით დაინტერესებული პირებისთვის ეს საუკეთესო დროა ტექნიკისა და მცენარეთა მოვლის საშუალებების შესაძენად, რათა მომავალ სეზონს მომზადებული შეხვდეთ. შეიძინეთ აგრო პროდუქცია შავი პარასკევის ფასდაკლებებზე.
  • K2: ბიზნესებისთვის სიანტერესო შეთავაზება აქვს K2-ს, ნებისმიერ შეძენილ ტექნიკაზე საჩუქრად გადმოგცემთ Hako Sweepmaster M600-ს, მექანიკური მოსახვეტი აპარატს.
  • ალპაკა (Alpaca): თუ ბიზნესი გაქვთ და გაყიდვების ზრდა გსურთ, ეს შეთავაზება თქვენთვისაა. SEO სააგენტო “ალპაკა” გვთავაზობს „შავი პარასკევის“ აქციას ბიზნესებისთვის, რომელიც მხოლოდ 29 ნოემბრამდე მოქმედებს. შერჩეულ პაკეტთან ერთად, თქვენ საჩუქრად იღებთ: დამატებით 9 მედიაგავრცელებას, 15 ბლოგ-სტატიას და SEO აუდიტს სრულიად უფასოდ.
  • Amboli (ამბოლი): ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, ავტომობილის ტექნიკური გამართვა პრიორიტეტული ხდება. „ამბოლი“ მომხმარებელს მასშტაბურ დანაზოგს სთავაზობს: 40%-იანი ფასდაკლება პრემიუმ კლასის ზამთრის საბურავებზე (Toyo, Nexen, Dunlop) და 3+1 აქცია სხვა ბრენდებზე. ასევე, 30-40%-მდე ფასდაკლება ვრცელდება ძრავის ზეთებზე (Wolf, Eni, Shell, Mobil), აკუმულატორებსა და სამუხრუჭე სისტემებზე. ეს იდეალური დროა ანტიფრიზისა (40%-იანი ფასდაკლება) და ავტოქიმიის მარაგის შესავსებად. ფასდაკლებების სრული სია იხილეთ ლინკზე – შავი პარასკევის აქციები ამბოლში.
  • Metropol (მეტროპოლი): ნოემბრის ბოლო უძრავი ქონების შესაძენად ფინანსურად ყველაზე გამართლებული პერიოდია. დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ 30 ნოემბრის ჩათვლით მომხმარებელს 24%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. აქცია ვრცელდება როგორც თბილისის პროექტებზე (ქავთარაძე, ორთაჭალა), ისე ბათუმის პრემიუმ კლასის აპარტამენტებსა (კუბი, ოვალი, პარალელი) და ქალაქგარეთ მიწებზე (ლისი, შინდისი). თუ თქვენ გაინტერესებთ მშენებარე ბინები განვადებით, შავ პარასკევს „მეტროპოლის“ შეთავაზება გაძლევთ შანსს, იყიდოთ ის სახლი, რომელიც ჩაიფიქრეთ, თუმცა ბევრად უკეთესი პირობებით.
  • Maqro City Tbilisi (მაქრო სითი თბილისი): დეველოპერული კომპანია მომხმარებელს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. ბინის ღირებულების ერთიანად გადახდის შემთხვევაში მიიღებთ 18%-იან ფასდაკლებას, რაც სოლიდური დანაზოგია. გარდა ამისა, შავი პარასკევის ფარგლებში ,,მაქრო სითი თბილისში” მოქმედებს შიდა უპროცენტო განვადება გაუმჯობესებული პირობებით: თუ სტანდარტულად პირველადი შენატანი 20%-ს შეადგენს, სპეციალური აქციით ის 10%-მდე შემცირდა, რაც ბინის შეძენას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.
  • Materia (მატერია): დეველოპერული კომპანია „მატერია“ შავ პარასკევს მიწის ნაკვეთებზე ფასდაკლებას გვთავაზობს. “მატერიას” ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა მიწის ნაკვეთები ტაბახმელაში – ტაბახმელა ისთეითსი, სადაც მომხმარებელს საკუთარი სახლის აშენება სრულად გამართულ ინფრასტრუქტურულ გარემოში შეუძლია. ტერიტორია მოიცავს 7000 კვ.მ სარეკრეაციო ზონას, პადელის კორტებსა და დაცულ პერიმეტრს. „შავი პარასკევის“ ფარგლებში მოქმედებს ფასდაკლება 9000$-დან, რომელიც ნაკვეთის ზომასა და გადახდის პირობაზეა დამოკიდებული.
  • PSP (პსპ): 22-30 ნოემბრის პერიოდში, პსპ მომხმარებელს „Outlet“ კონცეფციას სთავაზობს. საქართველოს მასშტაბით, ფილიალებში მოწყობილ სპეციალურ თაროებზე განთავსებულია 55 000-ზე მეტი დასახელების პროდუქცია 70%-იანი ფასდაკლებით. აღნიშნული აქცია ვრცელდება ლიმიტირებულ ან მოკლე ვადის (6 თვემდე) მქონე თავის მოვლისა და კოსმეტიკურ საშუალებებზე (Caudalie, SVR, Esthederm, Vichy და სხვ.). გარდა ამისა, 60%-იანი ფასდაკლება მოქმედებს პირის ღრუს მოვლის საშუალებებზე. 70%-მდე ფასდაკლებით სარგებლობა შესაძლებელია ონლაინ პლატფორმაზეც.
  • Smartpharm (სმარტფარმი): დატვირთული გრაფიკის მქონე ადამიანებისთვის ძილის მოწესრიგება პრიორიტეტულია. „სმარტფარმი“ ნოემბრის განმავლობაში მომხმარებელს სპეციალურ ნაკრებს სახელწოდებით „მშვიდი დღე და მშვიდი ღამე“ ფასდაკლებით სთავაზობს. ნაკრები აერთიანებს ბუნებრივ დამამშვიდებელ „ვამელისს“ და „მელაქსენ B-ს“. ეს კომბინაცია იდეალურია სტრესის მოსახსნელად, ძილის ციკლის დასარეგულირებლად და ღრმა ძილის უზრუნველსაყოფად.
  • Torque: ამწეების კომპანია “თორქი” სამშენებლო სექტორისთვის ბიუჯეტის ოპტიმიზაციის საუკეთესო შესაძლებლობა გთავაზობთ, კერძოდ ამწეების თვიურ მომსახურებას მიიღებთ სპეციალურ ფასად — 450 ლარად (800 ლარის ნაცვლად).
  • Buildway: უსაფრთხოება მშენებლობალობისას უპირველესია. მხოლოდ დღეს, შავ პარასკევს, კომპანია გთავაზობთ კოშკურა ამწეების დიაგნოსტირებას სრულიად უფასოდ. ეს იდეალური დროა ტექნიკური გამართულობის შესამოწმებლად დანახარჯების გარეშე.
  • Uniforms (უნიფორმსი): პერსონალის აღჭურვა ხარისხიანი სამოსით ახლა უფრო ბიუჯეტურად შეგიძლიათ. მხოლოდ დღეს, შავი პარასკევის ფარგლებში, შეიძინეთ სამრეწველო უნიფორმები 30%-იანი ფასდაკლებით სრულ ასორტიმენტზე.

შავი პარასკევის მოკლე ისტორია

საინტერესოა, საიდან იღებს სათავეს ეს გლობალური შოპინგ ტრადიცია. ტერმინი „შავი პარასკევი“ თავდაპირველად სულაც არ უკავშირდებოდა პოზიტიურ მოვლენებს. ერთ-ერთი ვერსიით, ფილადელფიის პოლიციამ ეს სახელი 1960-იან წლებში გამოიყენა, რათა აღეწერა საშინელი საცობები და ქაოსი, რომელიც მადლიერების დღის შემდეგ ქალაქში იქმნებოდა.

თუმცა, ბიზნეს სამყაროსთვის უფრო საყვარელი და გავრცელებული ვერსია ბუღალტერიას უკავშირდება. ძველად, კომპანიები ზარალს წითელი მელნით, ხოლო მოგებას – შავი მელნით აღრიცხავდნენ. ვინაიდან ნოემბრის ბოლოს გაყიდვები პიკს აღწევდა, მაღაზიები სწორედ ამ დღეს გადადიოდნენ „წითლიდან შავში“, ანუ ზარალიდან მოგებაზე.

დღეს კი, 2025 წელს, ეს ტრადიცია გრძელდება და საქართველოშიც შავი პარასკევი მომხმარებლისთვის წლის ყველაზე სასურველ დღედ იქცა. დაგეგმეთ შენაძენი გონივრულად და ისარგებლეთ გზამკვლევით, რათა ფასდაკლებების შესახებ ინფორმაცია პირველებმა გაიგოთ.