გარეტ ედვარდსის რეჟისორობით გადაღებული ფილმის, Jurassic World: Rebirth კინოგაქირავებაში ჩაშვების შემდეგ, მთავარი როლის შემსრულებელმა სკარლეტ იოჰანსონმა ჰოლივუდის რეკორდი მოხსნა. იოჰანსონის მონაწილეობით გამოსული ფილმების საერთო შემოსავალმა, სალაროებში, რეკორდულ $14.8 მილიარდს მიაღწია.
იოჰანსონის მონაწილეობით გადაღებული ფილმების შემოსავლის ჯამური რაოდენობით, ის ახლა ჰოლივუდში ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობია და Marvel-ის სხვა ვარსკვლავებს, მათ შორის რობერტ დაუნი უმცროსს, სამუელ ელ. ჯექსონს და ზოი სალდანას უსწრებს. აღსანიშნავია, რომ იოჰანსონმა $14.8-მილიარდიან ნიშნულს მხოლოდ 36 ფილმში მონაწილეობით მიაღწია, მაშინ როდესაც მაგალითისთვის სამუელ ელ. ჯექსონს მონაწილეობა 71 ფილმში აქვს მიღებული. საინტერესოა, რომ ათეულში მხოლოდ ორი მსახიობი ქალია, იოჰანსონი პირველ ადგილზე და სალდანა, მე-4 პოზიციაზე.
The-Numbers-ის თანახმად, იოჰანსონის წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი შემდეგმა პროექტებმა შეიტანა:
- Avengers: Endgame – $2.7 მილიარდი
- Avengers: Infinity War – $2 მილიარდი
- The Avengers – $1.5 მილიარდი
- Avengers: Age of Ultron – $1.4 მილიარდი
- Captain America: Civil War – $1.1 მილიარდი
- The Jungle Book – $951 მილიონი
- Captain America: The Winter Soldier – $714 მილიონი
- Sing – $631 მილიონი
- Iron Man 2 – $621 მილიონი
- Lucy – $457 მილიონი
გარეტ ედვარდსის რეჟისორობით გადაღებული ფილმის, Jurassic World: Rebirth პრემიერა 2025 წლის ივლისში შედგა. ამ დროისთვის, სალაროებში ფილმის შემოსავალმა $318 მილიონი შეადგინა. კრიტიკოსები მას $1-მილიარდიანი ნიშნულის მიღწევასაც უწინასწარმეტყველებენ.