სტაჟირების შესაძლებლობა Forbes Georgia-ში

სტაჟირების შესაძლებლობა Forbes Georgia-ში

Forbes Georgia აცხადებს ორთვიან სტაჟირებას უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ფინანსური ანალიზი და სურთ პრაქტიკული გამოცდილების მიღება.

სტაჟირება არაანაზღაურებადია და გათვლილია სტუდენტებზე, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს შემდეგი კურსები: ფინანსების საფუძვლები, ფინანსური ანგარიშგება, კალკულუსი ან სტატისტიკა.

სტაჟირების ფარგლებში მონაწილეები უშუალოდ ჩაერთვებიან Forbes Georgia-ს რეიტინგების მომზადებაში, რაც გულისხმობს:

  • სხვადასხვა ოფიციალური წყაროდან კომპანიებზე მონაცემების შეგროვებას (მაგალითად, საჯარო რეესტრი, ბუღალტრული და აუდიტის პორტალები);
  • ფინანსური ანგარიშგებებიდან ინფორმაციის ამოღებასა და ანალიზს;
  • ამ მონაცემების გამოყენებას სხვადასხვა ბიზნეს კატეგორიის რეიტინგების შესადგენად;

უნარები, რომლებიც დაგჭირდებათ:

  • რაოდენობრივი და ანალიტიკური აზროვნება;
  • ინფორმაციის მოძიებისა და გადამოწმების უნარი;
  • ფინანსური ანგარიშების წაკითხვა;
  • საჯარო რეესტრში ინფორმაციის მოძიება;
  • MS Excel-ის საფუძვლიანი ცოდნა.

ეს სტაჟირება იდეალურია სტუდენტებისთვის, რომლებიც ფინანსური ანალიზის სფეროში კარიერის გაგრძელებას აპირებენ და სურთ, თავიანთი აკადემიური ცოდნა რეალურ კვლევით გარემოში გამოიყენონ, შეიძინონ ახალი უნარები და გამოცდილება ყველაზე გავლენიან ბიზნესგამოცემაში მუშაობით.

სტაჟირებაზე განაცხადის გასაკეთებლად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი მისამართზე: career@forbes.ge

Forbes Georgia დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

Forbes Georgia

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი