„სწორედ ამ სფეროშია ყველაზე მეტი დინამიკა, მრავალფეროვნება და ადამიანური ისტორია“, - გაიცანით ლილუ გვიჩიანი, SOLO-ს უფროსი პირადი კონსიერჟი

„სწორედ ამ სფეროშია ყველაზე მეტი დინამიკა, მრავალფეროვნება და ადამიანური ისტორია“, - გაიცანით ლილუ გვიჩიანი, SOLO-ს უფროსი პირადი კონსიერჟი

თანამედროვე სამყაროში ნებისმიერი სერვისისა თუ მომსახურების მიღება ფიზიკურ თუ ციფრულ სფეროში ავტომატურადაა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ძალიან მოსახერხებელი და სწრაფია, ცხოვრების განმავლობაში ხშირად აღმოვჩნდებით ისეთ სიტუაციაში, როდესაც ჩვენი სურვილების ადამიანური გააზრება და მხარდაჭერაა საჭირო.

სწორედ ამიტომ, SOLO Club-ის წევრებისთვის შეიქმნა პირადი კონსიერჟის სამსახური, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ინდივიდუალური, მათზე მორგებულ სერვისი, რაც მათ განსაკუთრებული მიზნების მიღწევაში ეხმარება.

SOLO-ს გუნდის წევრია ლილუ გვიჩიანი, რომელიც საკუთარი გამოცდილების შესახებ გვესაუბრება.

თავდაპირველად ლილუ საბანკო სფეროში შემთხვევით მოხვდა, თუმცა, დროთა განმავლობაში, ეს სფერო მისი მთავარი საქმიანობა და ცხოვრების ნაწილი გახდა.

,,მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად საბანკო საქმიანობას უფრო კონსერვატიული მახასიათებლებით ვხედავდი, სწრაფადვე აღმოვაჩინე, რომ სწორედ ამ სფეროშია ყველაზე მეტი დინამიკა, მრავალფეროვნება და ადამიანური ისტორია. დღეს ჩემი საქმიანობა ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე მაშინ წარმომედგინა – ყოველდღე მაქვს შესაძლებლობა, რეალურად შევეხო ადამიანების ცხოვრებას და მათი დღის, კვირის ან თუნდაც წლის განსაკუთრებული ნაწილი გავხდე.”

თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობები ზედაპირულად ყველა პრობლემის პასუხს იძლევა, თუმცა ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენი მიზნების განხორციელებისთვის ინდივიდუალური, ადამიანური მიდგომა და სიღრმეა საჭირო. სწორედ ასეთ დროს ჩნდება ასპარეზზე SOLO-ს პირადი კონსიერჟი.

,,ხშირად ვაწყდები ისეთ ამოცანებს, რომლებსაც ერთი შეხედვით მარტივი გადაწყვეტა არ აქვს – სწორედ მაშინ ირთვება ჩემი „სუპერძალა“ – ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილება უმეტესად ხომ სწორედ ჩარჩოების მიღმა ფიქრში იბადება. ამიტომაც ვცდილობ, ყველა ახალი თხოვნა არა როგორც რიგითი მოთხოვნა, არამედ როგორც კრეატიული ამოცანა აღვიქვა – ეს მიდგომა ბევრ შემთხვევაში მეხმარება, რომ მომხმარებელს დავეხმარო მიიღოს უფრო მეტი, ვიდრე ელის. “

კონსიერჟი ბოლომდე ერთვება მომხმარებლის მიზნებში – რატომ სურს მას კონკრეტული ფინანსური მიზნის მიღწევა, რა მნიშვნელობა აქვს ამ მიზანს მის ცხოვრებაში, რა უნიკალური გამოწვევები შეიძლება წარმოიშვას ამ გზაზე. ეს მიდგომა გარდაქმნის ბანკს პარტნიორად, რომელიც არა მხოლოდ ასრულებს ინსტრუქციებს, არამედ აქტიურად მონაწილეობს მომხმარებლის წარმატების მიღწევაში.

,,დამატებითი სტიმულია ისიც, რომ ყოველდღე ვხვდები ახალ ადამიანებს, ახალ ამბებს და ახალ იდეებს. ჩემი საქმე ერთგვარი შემოქმედებითი პროცესია. ყოველთვის ვცდილობ ამ პროცესში ჩემი ხედვაც ჩავაქსოვო. ზოგჯერ საკუთარი ენერგია და მუხტი ისეთ დეტალებშიც კი იჩენს თავს, როგორიც ვიზუალური ეფექტებია, კომუნიკაციის ფორმა ან თუნდაც ის, როგორ წარვუდგენ კლიენტს საბოლოო შედეგს. ჩემი ინტერესის სფეროები მეხმარება ვიყო ცოცხალი, დაკვირვებული და შემოქმედებითად მოქნილი.”

როგორც ლილუ აღნიშნავს, ემპათია არის ის მთავარი თვისება, რომელიც მომხმარებელთან კომუნიკაციას უსაფრთხოს, სასიამოვნოსა და შედეგზე ორიენტირებულს ხდის. როცა ადამიანს ბოლომდე იცნობ და მისი გესმის, გადაწყვეტილების მიღებაც გაცილებით სწრაფი და ეფექტური ხდება.  აქედან გამომდინარე, ლილუსთვის ემპათია არ ნიშნავს მხოლოდ თანაგრძნობას, არამედ პრიორიტეტების სწორად აღქმას და რეაგირების უნარს.

,,ყოველ ადამიანს ვუყურებ როგორც უნიკალურ თავსატეხს და აქ თავგადასავალიც იწყება. ინდივიდუალური მიდგომის გასაღები, ჩემი აზრით, არის გულდასმით მოსმენა და მომხმარებლის  ადგილას საკუთარი თავის წარმოდგენა. ეს ერთი შეხედვით მარტივი მოქმედებაა, მაგრამ მისი ხარისხიანი შესრულება ხშირად ბევრ გამოცდილებას, ცოდნას და ემოციურ ინტელექტს მოითხოვს. ზოგჯერ მნიშვნელოვანი არაა რას გეუბნებიან, არამედ როგორ და რატომ გეუბნებიან – სწორედ ამ „ქვეტექსტების“ ამოცნობაშია ინდივიდუალურობის საიდუმლო.”

S