სტუდიო ლიბერთი და Flitz Collective-ი წარმოგიდგენთ: Moby 2026!

სტუდიო ლიბერთი და Flitz Collective-ი წარმოგიდგენთ: Moby 2026!

30 ივლისს, Flitz Collective-ი და სტუდიო ლიბერთი წარმოგიდგენთ თანამედროვე მუსიკალური სცენის ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული და გავლენიანი არტისტის კონცერტს, რომელიც საქართველოში პირველად წარდგება სრულფასოვანი ლაივ-პერფორმანსით.

Moby-ის კარიერა 30 წელზე მეტს ითვლის, მისი ალბომების გაყიდვებმა კი მსოფლიო მასშტაბით 20 მილიონს გადააჭარბა. 1991 წელს გამოსული სადებიუტო სინგლი “Go” ჟურნალმა Rolling Stone-მა ყველა დროის საუკეთესო ჩანაწერებს შორის დაასახელა. ეს მისი მუსიკალური მემკვიდრეობის მხოლოდ ერთი ნაწილია.

30 ივლისს მსმენელს ელოდება დაუვიწყარი საღამო, სადაც შესრულდება არტისტის საკულტო ნამუშევრები: Porcelain, Extreme Ways, Go, Lift Me Up და სხვა.

კომპანია Flitz Collective-ი 2025 წლიდან ოპერირებს ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში და მათთვის ეს რიგით მეხუთე მასშტაბური ღონისძიებაა.

სტუდიო ლიბერთი, ლიბერთის პრემიალური ბანკინგის ახალი მიმართულებაა.

სტუდიო ლიბერთის წევრებს Moby-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა სტუდიო ლიბერთის Visa Platinum ან Mastercard World Elite ბარათით გადახდისას 20%-იანი ფასდაკლებით შეეძლებათ. VIP ზონის ბილეთების შეძენისას მოქმედებს ექსკლუზიური პირობა – 25%-იანი ფასდაკლება და პრიორიტეტული მომსახურება tkt.ge-ზე, რიგის გარეშე. რაოდენობა შეზღუდულია. გახდი სტუდიო ლიბერთის წევრი მარტივად.

აღნიშნული ფასდაკლება ვრცელდება Liberty Wealth-ის პრემიუმ-ბარათებზეც.

📍 ლოკაცია: რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი | კარის გახსნა: 18:00

🎟️ tkt.ge-ზე ბილეთების გაყიდვა დაიწყება: 17 თებერვალს 14:00 საათზე

ასაკობრივი შეზღუდვა:

12-18 წლამდე მოზარდებისთვის დასწრება ფასიანია და აუცილებელია ბილეთის მქონე სრულწლოვანი პირის თანხლება.

18+ ვიზიტორებს ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ ბილეთისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

S