Europcar მომხმარებელს მანქანის ფლობის განსხვავებულ და ინოვაციურ მოდელს სთავაზობს. Supeflex, იგივე Auto subscription, ახალი პროდუქტია, რომელიც კომპანიამ ქართულ ბაზარზე შემოიტანა.
თუკი მომხმარებელს ავტომობილის ყიდვისას საბანკო, სალიზინგო ვალდებულებების აღება ან ბიუჯეტის ერთიანად მობილიზება უწევდა, Superflex საშუალებას აძლევს, თავიდან აირიდოს ეს პროცესები და სასურველი ავტომობილით მისთვის მისაღები პერიოდით ისარგებლოს, ყოველგვარი ზედმეტი ვალდებულების გარეშე. Superflex-ის მომხმარებელი მხოლოდ შესაბამისი პაკეტის ყოველთვიურ საფასურს გადაიხდის და შეძლებს გამოიყენოს სხვადასხვა მარკის ავტომობილი.
Superflex-ში ავტომობილები 4 კატეგორიადაა დაყოფილი. ესენია: Family Class, Business Class, Premium და Elite Class. Elite Class-ის კატეგორიაში ექსკლუზიურად არის წარმოდგენილი ისეთი მოდელები, რომლებიც დღიური გაქირავების სერვისში ხელმისაწვდომი არ არის. მათ შორის, პორშეს ავტომობილები და ტოიოტა LC300. Superflex-ის მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა მიეცემა, შეცვალოს ავტომობილი. მაგალითად, Family კლასის შემთხვევაში, თვეში 3 დღის განმავლობაში შეუძლია ისარგებლოს როგორც ბიზნესკლასის, ისე პრემიუმ- თუ ელიტკლასის მანქანებით.
„ევროპქარის“ დირექტორი სანდრო საყვარელიძე: „მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ავტომობილის ფლობის მსგავსი მოდელი საკმაოდ პოპულარულია. გვიხარია, რომ საშუალება მოგვეცა, ეს პროდუქტი საქართველოშიც ხელმისაწვდომი გავხადოთ, რადგან მიგვაჩნია, რომ Auto subscription თანამედროვე და ინოვაციური მიდგომაა, რომელიც ცვლის ავტომობილის შეძენისა თუ მოხმარების ტრადიციულ გზებს და მომხმარებელს გაფართოებულ შესაძლებლობებს სთავაზობს. SuperFlex-ის ავტოპარკი დაკომპლექტებულია სხვადასხვა კლასის მანქანებით და მაქსიმალური მოქნილობისთვის მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ, სურვილისამებრ შეცვალოს და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოცადოს სხვადასხვა მოდელი. თითოეულ კატეგორიაში ქვეჯგუფებად არის წარმოდგენილი ელექტრომანქანები, რადგან მიგვაჩნია, რომ ეკომეგობრული ტრანსპორტის პოპულარიზაცია ქვეყანაში მნიშვნელოვანია“.
Superflex-ით სარგებლობა მომხმარებლისთვის დამატებით კომფორტს გულისხმობს, ისეთს, როგორიცაა სასურველი მანქანის შერჩევა, დაზღვევა, მანქანის სრული სერვისი, ტექნიკური მხარდაჭერა 24/7-ზე და სეზონური საბურავები. მანქანის ცვლილების შემთხვევაში კი სასურველ დროსა და ადგილას მანქანის მიყვანის სერვისი.
Auto Subscription-ის მომხმარებელს, ლიზინგისა თუ სხვა საბანკო პროდუქტებისგან განსხვავებით, არანაირი ხანგრძლივი ვალდებულება არ გააჩნია და მინიმალური ქირავნობის პერიოდის გასვლის შემდეგ თანამშრომლობის შეწყვეტის შემთხვევაში არ უწევს ჯარიმის გადახდა. ამასთანავე, საოპერაციო ლიზინგისგან განსხვავებით, პროდუქტით სარგებლობის საშუალება უკვე ფიზიკურ პირებსაც აქვთ.
Superflex-ი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად გამოცადოს სხვადასხვა ავტომობილი, ისიამოვნოს მართვის უნიკალური შესაძლებლობებით და თავიდან აირიდოს მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საზრუნავი.
Europcar-ის Auto Subscription-ით სარგებლობა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით.
—
Europcar Georgia საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანიის ბიზნესპროფილია ავტომობილების გაქირავება როგორც დღიურად, ისე საოპერაციო ლიზინგით გრძელვადიანი საჭიროებისთვის, ასევე სატრანსპორტო მომსახურება და ახლა უკვე საქართველოში პირველად Europcar-ი თავის მომხმარებელს Auto Subscription-ის სერვისსაც სთავაზობს.