TBC Capital-მა საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის კვლევა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2025 წლის ნოემბერში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. მაჩვენებელი წლიურად 20.7%-ით გაიზარდა და 1,129 გვტ. საათი შეადგინა.
გამომუშავების პარალელურად, მოიმატა ელექტროენერგიის მოხმარებამაც, თუმცა შედარებით დაბალი ტემპით: წლიურმა ზრდამ 3.6% შეადგინა და 1,200 გვტ. საათს გაუტოლდა.
რაც შეეხება ელექტროენერგიის საბალანსო ბაზარს, TBC Capital-ის ინფორმაციით, ერთი კილოვატსაათი ელექტროენერგიის ღირებულებამ 5.53 აშშ დოლარი ცენტი შეადგინა. მისივე ცნობით, აღნიშნული ფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.8%-ით არის შემცირებული.
ამავდროულად, ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოში 111 გვტ. საათი ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაშიც ქვეყანამ 3.3 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა.









