თანამედროვე ბიზნესგარემოში, სადაც გამჭვირვალობა, სანდოობა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, აუდიტი გადამწყვეტ როლს თამაშობს და მისი ფუნქცია დღითიდღე იზრდება. ტექნოლოგიური პროგრესი კი ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია.
ამ ცვლილებების ფონზე, თამთა ნუცუბიძე — გრანთ თორნთონის პარტნიორი და ხარისხის მიმართულების დირექტორი, გვიზიარებს ხედვას აუდიტის თანამედროვე პრაქტიკაზე, LEAP პლატფორმის როლსა და იმ ღირებულებაზე, რომელსაც ტექნოლოგიებზე დაფუძნებული აუდიტი ბიზნესისთვის ქმნის. ინტერვიუში ის მიმოიხილავს, როგორ იცვლება ტრადიციული აუდიტი, რა უპირატესობები მოაქვს ინოვაციურ მიდგომებს და როგორ ეხმარება ეს კომპანიებს უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში.
რა არის LEAP და რა როლს ასრულებს ის აუდიტის პროცესში?
LEAP წარმოადგენს გრანთ თორნთონის გლობალურ აუდიტის პლატფორმას, რომელიც სრულად აერთიანებს აუდიტის პროცესს ერთ ციფრულ ეკოსისტემაში.
მისი მთავარი მიზანია უზრუნველყოს ხარისხზე ორიენტირებული, თანმიმდევრული და ეფექტიანი აუდიტი – კლიენტის მიღებიდან და აუდიტის დაგეგმვიდან, ანგარიშგებისა და საბოლოო კომუნიკაციის ეტაპამდე.
LEAP-ის გამოყენებით, აუდიტის პროცესი უფრო ორგანიზებული, გამჭვირვალე და მონაცემებზე დაფუძნებული ხდება, რაც აუდიტორებს საშუალებას აძლევს მეტი ყურადღება დაუთმონ რისკების ანალიზს, პროფესიულ მსჯელობასა და კლიენტისთვის ღირებული ხედვების მიწოდებას.
როგორია გრანთ თორნთონის გამოცდილება LEAP პლატფორმის გამოყენებაში საქართველოში და რატომ წარმოადგენს ის მნიშვნელოვან ნაწილს თქვენი სტრატეგიისთვის?
ზოგადად, ტექნოლოგიებში ინვესტირება ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რომელსაც უკვე წლებია თანმიმდევრულად ვახორციელებთ. LEAP წარმოადგენს Grant Thornton International-ის გლობალურ აუდიტის პლატფორმას, რომელიც გამოიყენება მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში და წლებია წარმატებით არის დანერგილი საქართველოშიც.
ეს ნიშნავს, რომ საქართველოში მოქმედი კლიენტები იღებენ მომსახურებას, რომელიც ეფუძნება Grant Thornton-ის გლობალურ მიდგომას, საერთაშორისო გამოცდილებასა და ხარისხზე ორიენტირებულ აუდიტის პრაქტიკას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ზრდა ყოველთვის იყოს დაკავშირებული ხარისხთან, პროფესიონალიზმთან და კლიენტისთვის რეალური ღირებულების შექმნასთან.
საბოლოოდ, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტული უპირატესობა — ხარისხის მიმართ მაღალი სტანდარტის შენარჩუნება და მისი მუდმივი განვითარება, გლობალური გამოცდილების გამოყენებით.
რა სარგებელს იღებენ კლიენტები LEAP-ის გამოყენებით?
კლიენტებისთვის მთავარი სარგებელი არის სანდოობა, გამჭვირვალობა და პროგნოზირებადობა — ის ძირითადი ფაქტორები, რომელიც თანამედროვე ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
LEAP-ის გამოყენებით აუდიტი ხდება უფრო სტრუქტურირებული და კლიენტისთვის გასაგები პროცესი. აუდიტის გუნდი უკეთ ახდენს მნიშვნელოვანი რისკების იდენტიფიცირებას, მონაცემების ანალიზს და იმ საკითხებზე ფოკუსირებას, რომლებიც ფინანსური ანგარიშგებისა და ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
კონკრეტულად, LEAP გვაძლევს შესაძლებლობას:
- უფრო დროულად და ზუსტად გამოვავლინოთ მნიშვნელოვანი ფინანსური და ოპერაციული რისკები;
- აუდიტის პროცესი დავაფუძნოთ სტრუქტურირებულ მეთოდოლოგიასა და მონაცემებზე;
- გავაუმჯობესოთ კომუნიკაცია აუდიტის გუნდსა და კლიენტს შორის;
- შევამციროთ არასაჭირო ადმინისტრაციული დატვირთვა;
- კლიენტს მივაწოდოთ არა მხოლოდ აუდიტის დასკვნა, არამედ უფრო ღირებული ხედვები ფინანსური ანგარიშგებისა და შიდა პროცესების შესახებ
შედეგად, აუდიტი ხდება არა მხოლოდ ფორმალური ვალდებულება, არამედ ნდობისა და უკეთესი გადაწყვეტილებების მიღების ინსტრუმენტი.
როგორ ეხმარება LEAP აუდიტის გუნდს მუშაობის პროცესში?
LEAP მნიშვნელოვნად ამარტივებს აუდიტის გუნდის ყოველდღიურ მუშაობას. ის ერთ სივრცეში აერთიანებს აუდიტის მეთოდოლოგიას, სამუშაო დოკუმენტაციას, პროექტის მართვის ელემენტებსა და ხარისხის კონტროლის მექანიზმებს.
ეს აუდიტორებს აძლევს შესაძლებლობას ნაკლები დრო დაუთმონ ტექნიკურ და ადმინისტრაციულ პროცესებს და მეტი ყურადღება გაამახვილონ პროფესიულ ანალიზზე, რისკების შეფასებასა და კლიენტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაზე.
ამასთან, პლატფორმა ხელს უწყობს გუნდის წევრებს შორის უკეთეს კოორდინაციას, სამუშაო პროცესის მონიტორინგს და აუდიტის ხარისხის თანმიმდევრულ დაცვას.
როგორ ხედავთ აუდიტის მომავალს ტექნოლოგიების ფონზე?
აუდიტის მომავალი პირდაპირ კავშირშია ტექნოლოგიებთან, მონაცემთა ანალიზთან და ხარისხზე ორიენტირებულ მიდგომასთან.
პლატფორმები, როგორიცაა LEAP, უკვე ცვლის აუდიტის როლს — აუდიტი ხდება უფრო ეფექტიანი, უფრო სტრუქტურირებული და მეტად ორიენტირებული რისკებსა და ღირებულების შექმნაზე.
თუმცა ტექნოლოგია არ ანაცვლებს აუდიტორის პროფესიულ მსჯელობას. პირიქით, ის აუდიტორებს აძლევს უკეთეს ინსტრუმენტებს, რათა მათ უფრო ღრმად გააანალიზონ მონაცემები, უკეთ შეაფასონ რისკები და კლიენტებს მიაწოდონ უფრო ხარისხიანი მომსახურება.
საბოლოოდ, ტექნოლოგიაზე დაფუძნებული აუდიტი არის ინვესტიცია ნდობაში, ხარისხსა და გამჭვირვალობაში — იმ ღირებულებებში, რომლებზეც დგას ძლიერი და მდგრადი ბიზნესი.










