Tesla-მ, Cybertruck-ის დიზაინით, ლიმიტირებული წარმოების ლუდი GigaBier-ი გამოუშვა

Tesla-მ, Cybertruck-ის დიზაინით, ლიმიტირებული წარმოების ლუდი GigaBier-ი გამოუშვა

კომპანია Tesla ლიმიტირებული წარმოების ალკოჰოლური სასმელების გამოშვებას აგრძელებს. ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის მორიგი პროდუქტი გერმანული სტილის ლუდი GigaBier-ია, რომელიც Cybertruck-ის დიზაინით არის შთაგონებულ და საკოლექციო ბოთლშია ჩასხმული.

Tesla-ს ლუდი გერმანიაში, GigaFactory-სთან ახლოს იწარმოება და ის ამერიკული კომპანიის გერმანულ წარმატებასთანაა დაკავშირებული. მოგეხსენებათ, გასულ წელს ბერლინში Tesla-ს ახალი ქარხანა გაიხსნა, რომელიც ევროპის ბაზრისთვის განკუთვნილი ელექტრომობილების წარმოებითაა დაკავებული.

GigaBier-ის სამბოთლიანი შეფუთვის ღირებულება 89 ევროს შეადგენს და ის ლიმიტირებული რაოდენობით გაიყიდება. შეიძლება ითქვას, რომ Teslaquila-ს მსგავსად, GigaBier-იც საკოლექციო ნივთია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *