ამერიკული მედიასააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც კომპანიის მოქმედმა და ყოფილმა თანამშრომლებმა $6.6 მილიარდის აქციები გაასხვისეს, OpenAI-ის ღირებულებამ $500 მილიარდს მიაღწია.
ანონიმური წყაროს მიერ Reuters-ისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხელოვნური ინტელექტის კომპანიის თანამშრომლებმა მათი კუთვნილი აქციები ისეთ ფირმებს მიჰყიდეს, როგორებიცაა: Thrive Capital-ი, SoftBank-ი, Dragoneer Investment Group-ი, MGX-ი და T. Rowe Price-ი. ამავე წყაროს ცნობით, OpenAI-მ მეორად ბაზარზე $10 მილიარდის აქციების გაყიდვის ნებართვა გასცა. ზემოთ აღნიშნულ ფირმებს გავრცელებულ ცნობებზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
აღსანიშნავია, რომ SoftBank-ი OpenAI-ის აქციონერი აქამდეც იყო. კერძოდ, ბანკს AI-კომპანიაში $40 მილიარდის მოცულობის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.
შეგახსნებთ, მიმდინარე კვირაში ტექნოლოგიურმა გამოცემა The Information-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში OpenAI-ის შემოსავლები 16%-ით გაზარდა და $4.3 მილიარდს მიაღწია. კომპანიის მიზანი წლის ბოლოსთვის $13 მილიარდის შემოსავლის მიღებაა.