როგორ დაიწყო ჩვენი ისტორია..
თაუერ ჯგუფი დეველოპერული კომპანიაა, რომლის მშენებლობის 2-ათწლეულიანი გამოცდილება, 2005 წელს კომპანია “გზა”-ს დაარსებით დაიწყო.
დღემდე “გზა” წარმატებით ასრულებს სხვადასხვა სახის სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ქვეყნის წამყვან კომპანიებთან ერთად კი, არაერთი ძვირად ღირებული პროექტი განხორციელდა, მათ შორის: ბათუმი ცენტრალი, ბათუმის აეროპორტი, სახლი ძველ ბათუმში, სასტუმრო კომპლექსები შატო კვირიკე, შალე კვირიკე და ქალაქის კომუნალური ინფრასტრუქტურა.
სწორედ ამ წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ და ენთუზიაზმმა, განაპირობა შვილობილი კომპანიის, თაუერ ჯგუფის შექმნა.
თანამედროვე სამყაროში, რომელშიც ასე სწრაფად ანაცვლებს ახალი ძველს, დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხშირად ეწირება ისტორია. თაუერ ჯგუფის შექმნისას ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ინოვაციების შექმნასთან ერთად, ქალაქ ბათუმის ისტორიული იერსახის შენარჩუნებაზე ზრუნვა. ძველი ნაგებობები, რომლებიც ბათუმის იდენტობად იქცა, უკვე ავარიულია, მათი დანგრევა კი ჩვენთვის გამოსავალი არ არის – ჩვენი სურვილი მათი გაცოცხლებაა. ვფიქრობთ, რომ ასეთი მიდგომით ურბანული ლანდშაფტი ბევრად უფრო საინტერესო და მიმზიდველი ხდება.
თაუერ ჯგუფის პატრონაჟით ამ ეტაპზე რამდენიმე ისტორიული შენობის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. შენობები ძველ ბათუმში, ქალაქის ისტორიულ ნაწილშია განთავსებული.
მემკვიდრეობის შენარჩუნებასთან ერთად, თაუერ ჯგუფი კომერციულ პროექტებსაც ახორციელებს, მათ შორის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი პროექტია “პანორამა”.
პროექტი “პანორამა” 40-სართულიანი მულტიფუნქციური კომპლექსია, რომელიც საერთაშორისო ბრენდის 5-ვარსკვლავიან სასტუმროსა და საინვესტიციო აპარტამენტებს აერთიანებს. კომპლექსი შავი ზღვის სანაპიროს პირველ ზოლში მდებარეობს. “პანორამამ” უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება – მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსზე, International Property Awards-ზე, რომელშიც საუკეთესო დეველოპერული პროექტის ნომინაციაში 5-ვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო.
ზღვის, ქალაქისა და მთის პანორამული ხედები, ღია საცურაო აუზი, სპა, ფიტნესი, რესტორნები და ბარები… თუმცა ეს არ არის ის ფაქტორები, რის გამოც ჩვენს კომპლექსს უნიკალურს ვუწოდებთ – მთავარი ლოკაციაა. “პანორამა” სხვა მაღალსართულიანი შენობებისგან განსხვავებით, ქალაქისგან ოდნავ მოშორებით, მშვიდ, ნაკლებად გადატვირთულ უბანში შენდება.
ჩვენი სურვილი და ამბიციაა, დავიწყოთ მაღალსართულიანი შენობების აშენება, მშვიდ, ნაკლებად გადატვირთულ უბნებში, ძველი და ახალი ბათუმის ნაცვლად.
თაუერ ჯგუფის პროექტების პორტფოლიოს ეკუთვნის სტუმარმასპინძლობის კომპლექსი შატო კვირიკე, რომელიც ბათუმში რესტორნის, ქობულეთში კი მულტიფუნქციური სასტუმროს კონცეფციით არის წარმოდგენილი.
სასტუმრო შატო კვირიკე უამრავ საინტერესო სივრცეს აერთიანებს. აქ არამხოლოდ დასვენებასა და გართობას, არამედ საქართველოს ისტორიის წიაღებში მოგზაურობას შეძლებთ. კომპლექსში დაგხვდებათ ისეთი სივრცეები, როგორიცაა:
- მთავარი სასტუმროს შენობა
- 15 კოტეჯი
- კერძო ვილა
- ვინტაჟური ავტოპარკი
- ვენახი და ღვინის მარანი
- რესტორნები
- გარე საცურაო აუზი
- საღონისძიებო სივრცეები
- საკონფერენციო დარბაზი
შატო კვირიკეს ერთგვარი გაგრძელებაა “შალე კვირიკე” – ახალი პროექტი, რომელიც კვირიკეს მთებში, რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ლოკაციაზე – ზღვის დონიდან 1050 მეტრზე, შავი ზღვის სანაპიროდან კი 12 კილომეტრში მდებარეობს. “შალე კვირიკე” აერთიანებს რესტორანსა და 20 კოტეჯს – პანორამული ხედებით კოლხეთის დაბლობსა და შავი ზღვის სანაპიროზე. ხშირად, დაბლობებსა თუ სანაპიროს ღრუბლები ფარავს და ხედები კიდევ უფრო ზღაპრული ხდება.
თითოეულ კოტეჯს საქართველოს მწვერვალების სახელები დავარქვით – ასე მათ უფრო უნიკალურს ვხდით და შემეცნებით მნიშვნელობას ვანიჭებთ უცხოელი დამსვენებლებისთვის. კომპლექსის გზაზე მდებარეობს სხვა ტურისტული ლოკაციებიც – ალიფაშას ისტორიული წყარო, საუკუნოვანი ტყე და ხის უნიკალური ჯიშები, მათ შორის ცნობილი უთხოვარი.
“შალე კვირიკე” სულ მალე მზად იქნება დამსვენებლების მისაღებად და მოგზაურობისთვის ღრუბლებზე მაღლა. S