თბილისი 2025 წელს მოგზაურებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომ ევროპულ ქალაქად დასახელდა

თბილისი 2025 წელს მოგზაურებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომ ევროპულ ქალაქად დასახელდა

Bounce.com-მა 2025 წელს მოგზაურებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი ევროპული ქალაქები გამოავლინა. გუნდმა ევროპის 70 ქალაქში სასტუმროების, კვების, სასმელებისა და ტრანსპორტის საშუალო ფასები, ასევე უფასო ღირსშესანიშნაობების რაოდენობა გააანალიზა და კატეგორიების მიხედვით ქულების მინიჭებისა და დათვლის შემდეგ რეიტინგი შემოგვთავაზა.

2025 წელს მოგზაურებისთვის ევროპაში ყველაზე ხელმისაწვდომ ქალაქად თბილისი დასახელდა, რომელმაც 10-დან 8.37 ქულა მიიღო. როგორც Bounce.com-ის კვლევაშია აღნიშნული, საქართველოს დედაქალაქში შაბათ-კვირას სასტუმროში გაჩერება საშუალოდ დაახლოებით 162 ევრო ღირს. აქვე ნათქვამია, რომ ქალაქში 110-ზე მეტი უფასო ღირსშესანიშნაობაა, მათ შორის ნარიყალას ციხე, სამების საკათედრო ტაძარი და მშვიდობის ხიდი.

„თბილისის მრავალ უფასო ღირსშესანიშნაობამდე მისასვლელად შეგიძლიათ ტაქსით ისარგებლოთ, რომლის ღირებულებაც საშუალოდ 1.95 ევროა, სტანდარტული ტარიფით 1-კილომეტრიანი მგზავრობისთვის, პლუს საწყისი ღირებულება. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ადგილობრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომლის ბილეთის საშუალო ღირებულება მხოლოდ 0.32 ევროა.

თბილისში კვებაც ძალიან ხელმისაწვდომია, საშუალო დონის რესტორანში ორი ადამიანისთვის სამკერძიანი სადილი 39 ევროზე ნაკლები ჯდება“, – წერია Bounce.com-ის ანგარიშში და აღნიშნულია, რომ საქართველოს დედაქალაქში ადგილობრივი ლუდის ერთი კათხა საშუალოდ 1.95 ევრო ღირს, ხოლო ერთი ბოთლი ღვინის ფასი დაახლოებით 6.50 ევროა.

2025 წელს მოგზაურებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი ევროპული ქალაქები:
რეიტინგიქალაქიქვეყანასასტუმრო (2 ღამე)2 პერსონაზე 2-3-კერძიანი კვება4 სადილი8 კათხა ადგილობრივი ლუდი2 ბოთლი ღვინოტაქსი (ორი გზა)ტრანსპორტი (4 ბილეთი)უფასო ღირსშესანიშნაობებიხელმისაწვდომობა
1თბილისისაქართველო€162.00€77.94€38.96€15.60€13.00€3.90€1.281148.37
2ორადეარუმინეთი€180.00€89.48€31.80€15.92€11.92€2.88€2.40158.05
3კრაიოვარუმინეთი€220.00€83.50€31.80€16.00€11.92€2.62€2.4067.83
4ბუდაპეშტიუნგრეთი€362.00€99.32€39.72€19.84€9.94€7.64€4.483047.70
5ტიმიშოარარუმინეთი€158.00€99.42€31.80€18.32€13.92€3.02€3.20397.65
6პრაღაჩეხეთი€354.00€80.28€33.56€19.28€12.04€7.62€4.803877.62
7კორდობაესპანეთი€296.00€75.00€48.00€24.00€8.00€5.56€5.20687.52
7ბრნოჩეხეთი€224.00€76.26€32.12€17.68€11.64€7.70€4.00277.52
9ზაგრებიხორვატია€208.00€115.00€40.00€25.60€12.00€6.00€2.121237.48
10გდანსკიპოლონეთი€234.00€93.62€37.44€26.24€11.70€5.14€4.48917.47

საპირისპიროდ, 2025 წელს მოგზაურთათვის ყველაზე ნაკლებად ხელმისაწვდომ ევროპულ ქალაქად ჟენევა დასახელდა, რომელმაც 10-დან მხოლოდ 0.94 ქულა მიიღო. ქალაქის სასტუმროში შაბათ-კვირის (ორი ღამე) გატარება დაახლოებით 552 ევრო ჯდება, რაც თბილისის ფასს თითქმის სამნახევარჯერ აღემატება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის ქალაქში 65 უფასო ღირსშესანიშნაობაა, მათ შორის ჟენევის ტბა, სენ-პიერის ტაძარი და გატეხილი სკამის ქანდაკება.

Bounce.com-ის თანახმად, ქალაქში ტაქსით ორი 1-კილომეტრიანი მგზავრობა დაახლოებით 19.96 ევრო ღირს, პლუს საწყისი ფასი. რაც შეეხება ადგილობრივ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ოთხი ცალმხრივი ბილეთის ფასი დაახლოებით 12.80 ევროა.

ჟენევაში გარეთ კვებაც შედარებით ძვირი ჯდება. ანგარიშის თანახმად, ორი ადამიანისთვის სამკერძიანი სადილი დაახლოებით 128.09 ევრო ღირს. ალკოჰოლური სასმლის შემთხვევაში, ადგილობრივი ლუდის ერთ კათხაში დაახლოებით 34.16 ევროს გადახდა მოგიწევთ, ღვინის ბოთლში კი – თითქმის 13 ევროს.