24 სექტემბერს, „თბილისის აკრების“ ტერიტორიაზე პირველი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელიც თბილისში პირველი თვითმყოფადი უბნის შენებას აღნიშნავდა.
ღონისძიების მიზანი იყო შეეკრიბა ადამიანები უბნის ტერიტორიაზე, საიდანაც უკეთ აღიქმება პროექტის უნიკალური ადგილმდებარეობა, ლანდშაფტი და შთამბეჭდავი პანორამული ხედები და მათთვის პროექტის მომავალი იერსახე ადგილზე გაეცნო.
თავად ღონისძიება სრულად ირეკლავდა მომავლის უბნის კონცეფციას და ხასიათს: შთამბეჭდავი მაღალტექნოლოგიური სანახაობით, რენდერებისა და ანიმაციების ინოვაციური გამოყენებით, ლოკაციაზე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია პროექტის შინაარსის, დიზაინისა და არქიტექტურის შესახებ.
ღონისძიებაზე შედგა მუსიკალური პერფომანსი, საერთაშორისო აღიარების ქართველი არტისტებისა და სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსების მონაწილეობით, რომელთა შორისაც იყვნენ, “ოპერის კამერატას” და ოპერის თეატრის პირველი ვიოლინო — ლელა მჭედლიძე, ჩელისტი ლიზი რამიშვილი, ჯაზ პიანისტი ლუკა თოფურია, ახალი თაობის გამორჩეული არტისტი თემურიკო დიასამიძე, ბიბიჩა და ბექა გოჩიაშვილი, მუსიკოსი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება 11 წლის ასაკში მოიპოვა.
მუსიკალური პროექტი აერთიანებდა რამდენიმე ჟანრს, კლასიკას, ჯაზსა და ელექტრონულ მუსიკას და ეძღვნებოდა თბილისის ურბანული და სოციალური ცხოვრების განვითარების მომავალს და ქალაქისთვის “თბილისის აკრების” მნიშვნელობას.
მუსიკოსებმა ძველ თბილისურ მუსიკას ახალი სული შთაბერეს და სტუმრებს ნაცნობი ჰანგების იმპროვიზაცია შესთავაზეს, ნიშნად იმისა, რომ ქალაქი გარდაიქმნება, მაგრამ მთავარი არსი ყოველთვის უცვლელი რჩება. აქვე, წარმოდგენილი იყო საინტერესო ისტორიული ფაქტები თბილისზე.
ღონისძიებას ესწრებოდა 500-მდე ადამიანი, რომელთა შორის იყვნენ მომავალი მობინადრეები, უბნის კონტრიბუტორები სხვადასხვა სფეროდან, პროექტის, არქიტექტურისა თუ ბრენდის შემქმნელები და ყველა, ვისაც წვლილი შეაქვს პირველი თვითმყოფადი უბნის წარმატებით შენებაში.
ღონისძიების დასასრულს, ჰაერში დრონით აფრიალდა 200 კვადრატული მეტრი სიდიდის დროშა.
“თბილისის აკრები” მდებარეობს ვაკესა და საბურთალოს შორის, ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, უნივერსიტეტის ქუჩიდან მანქანით 2 წუთის სავალზე და აერთიანებს თანამედროვე ცხოვრებისთვის საჭირო ყველა ფუნქციას, კერძოდ, საცხოვრებელ, საგანმანათლებლო, კულტურულ, სპორტულ, სოციალურ დაწესებულებებსა და სარეკრეაციო ზონებს ერთ თვითმყოფად უბანში.
სპეციალურად “თბილისის აკრებისთვის”, იგეგმება ალტერნატიული გზის მშენებლობა, რომელიც ვაკიდან პირდაპირ “თბილისის აკრებს” დაუკავშირდება და ქალაქის ქსელს განტვირთავს.
“თბილისის აკრებმა” სულ ცოტა ხნის წინ, თბილისის მაცხოვრებლებს პირველი კამპანია წარუდგინა, მესიჯით “თბილისი იზრდება”, რომელიც გულისხმობდა, რომ პროექტის ფარგლებში, თბილისი იზრდება სწორი და ჯანსაღი მიმართულებით.
პროექტს მართავს ანაგის შვილობილი კომპანია — ანაგი ქოლაბი, რომელიც ინვესტორებსა და დეველოპერებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისებს სთავაზობს და მიზნად ისახავს მსგავსი ინოვაციური პროექტების ხელშეწყობით, ქართული სამშენებლო სექტორის განვითარებას.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს TbilisiAcres.ge ან დაგვირეკეთ 032 290 05 05.
S