თბილისში ბრუნო მარსის კონცერტი გაიმართება

თბილისში ბრუნო მარსის კონცერტი გაიმართება

პირველ ოქტომბერს, თბილისში, „დინამო არენაზე“ ცნობილი ამერიკელი მომღერლის, ბრუნო მარსის კონცერტი გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია Black Sea Arena-მ გაავრცელა.

ამერიკელი მომღერალი, რომელიც გრემის 15-გზის გამარჯვებულია, საქართველოს პროექტ Starring Georgia-ს ფარგლებში ეწვევა. ბრუნო მარსის კონცერტზე დასწრების მსურველები ბილეთების შეძენას 20 ივნისიდან tkt.ge-ზე შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ Starring Georgia-ს ფარგლებში წელს საქართველოს კიდევ რამდენიმე ცნობილი მომღერალი და ჯგუფი ეწვევა. მათ შორის არიან Imagine Dragons-ი და The Killers-ი.

ცნობისთვის, პროექტი Starring Georgia საქართველოს მთავრობისა და Black Sea Arena-ს ორგანიზებით ხორციელდება. ორწლიანი კამპანიისთვის ხელისუფლებამ 70 მილიონი ლარი გამოყო.