თბილისური აივანი ვენეციაში

თბილისური აივანი ვენეციაში

კაზა სოლე, რომელიც თბილისის ტრადიციულ აივანსა და თანამედროვე ცხოვრების სტილს ერთმანეთთან აკავშირებს, ქართველმა არქიტექტორებმა ვენეციის ბიენალეს პარალელურ გამოფენაზე წარადგინეს. პროექტის ავტორები ბაგებში მიკროუბანულ სივრცეს ქმნიან, სადაც ბუნებასთან კავშირი და ადამიანური ურთიერთობები არქიტექტურის ცენტრალური ღერძია.

ავტორი: კახი ჩაკვეტაძე

კაზა სოლე ახალი პროექტია თბილისის ცენტრში, ბაგებში, რომელიც ქალაქის არქიტექტურული ისტორიისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის, ქალაქისა და ბუნების სინთეზს ისახავს მიზნად

ავტორებს სურთ, შექმნან ახალი არქიტექტურული ხედვამიკროქალაქი და თბილისის კულტურაში ცოცხალი ურთიერთობები დააბრუნონ. მთავარი პირობა არსებულ ლანდშაფტზე მინიმალური ზეგავლენა, ქალაქის მთავარ რაიონებთან და, თანადროულად, ბუნებასთან მაქსიმალური სიახლოვეა

პროექტის ერთერთი გამორჩეული მახასიათებელი, დღევანდელი ცხოვრების მაღალი რიტმისა და სტრესის პირობებში, თბილისური აივნის (სალაყბოს), შეკრების, კომუნიკაციისა და გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი ადგილის როლის გადაფასებაა

ეს ჩანაფიქრი ჰქონდა პროექტის არქიტექტორსა და თიმმ არქიტექტსის დამფუძნებელს, ნიკოლოზ ლეკვეიშვილს, რომელიც ამბობს, რომ, ადამიანების ცხოვრების წესის გამო, თბილისის არქიტექტურაში აივანი ყოველთვის უდიდეს როლს ასრულებდაის წარმოადგენდა ერთგვარ თეატრალურ სცენას, რომელიც ადამიანებს შესაძლებლობას აძლევდა, ურთიერთობა ჰქონოდათ როგორც ერთმანეთთან, ისე ქალაქთან

სწორედ ამიტომაა შენობების მეოთხე სართულზე განთავსებული 150 კვადრატული მეტრის საერთო გამწვანებული აივანი. ამასთან, ყველა ბინას საკუთარი აივანიც აქვს. მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ბუნებრივი განათებაცნაგებობა ისეა დაპროექტებული, რომ, დღის განმავლობაში, მზის შუქი ყველა ბინას ავსებს

საცხოვრებელი ბინისთვის ეს ერთერთი კრიტიკული პირობაა, რომელიც პირდაპირ აისახება ადამიანების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე. შენობები ჰარმონიულად ერწყმის არსებულ რელიეფს და სრულად ატარებს მზის სხივებს მომიჯნავე შენობებთან. თითოეული ბინა განათებულია მინიმუმ ორი მხრიდან და აქვს გაშლილი ხედი ქალაქზე. ეს კი ბუნებრივად ქმნის სივრცეს, რომელიც ტრადიციულ ეზოს ჰგავს“, – ამბობს ნიკოლოზ ლეკვეიშვილი.

ამ გამორჩეული კონცეფციის გამო მოხვდა კაზა სოლეს პროექტი 2025 წლის ბიენალეს პარალელურად მიმდინარე არქიტექტურულ გამოფენაზე ცნობილი არქიტექტორების: ზაიგა გეილის, სერგეი ჩობანის, ინფან ჟონგისა და შიაონჯუნ ბუს, რობერტ კონიეჩნის, აშოტ და არმენ სინკჩიანების ნამუშევრებთან ერთად.

ნიკოლოზ ლეკვეიშვილი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც განვითარებას და საკუთარი იდენტობის გაცნობიერებას განაპირობებს:

ვენეციის არქიტექტურის ბიენალე ერთერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამ დარგში მოღვაწე არქიტექტორებსა და მათ ნამუშევრებს მასპინძლობს. ღონისძიება 1980 წლიდან იმართება და დღემდე განაგრძობს არქიტექტურული დისკურსის გაფართოებასა და გარდაქმნას

მონაწილეებს საშუალება აქვთ, საკუთარი სიტყვა თქვან თანამედროვე არქიტექტურაში, უპასუხონ სოციალურ თუ ტექნოლოგიურ გამოწვევებს და საფუძველი ჩაუყარონ ახალი ტენდენციების ფორმირებას. ღონისძიების უნიკალური ადგილმდებარეობა, ულამაზესი სივრცე, მაღალი კვალიფიკაციისა და აღიარების მქონე არქიტექტორების მიერ შექმნილი გარემო ბუნებრივად აწესებს პროექტის მაღალი სტანდარტით განხორციელების აუცილებლობას”.

კაზა სოლეს პროექტს სხვა არქიტექტორებისთვისაც შთამაგონებელს უწოდებს გამოფენის კურატორი, ნიუიორკში დაფუძნებული კრიტიკოსი, ვლადიმირ ბელოგოლოვსკი:

ნიკოზ ლეკვეიშვილს წარსული კოლაბორაციებიდან კარგად ვიცნობ. ამიტომ დავუკავშირდი და შევთავაზე მონაწილეობა. განვიხილეთ, რა შეიძლებოდა წარმოედგინა გამოფენაზე და მან ეს პროექტი შემომთავაზა. ვფიქრობ, მისი იდეა ძალიან განსხვავებული და შთამბეჭდავია. ეს არაა უბრალოდ პროექტი, მას ისტორიული ფესვები აქვს და სწორედ ესაა ის მიზეზი, რომელმაც ეს არჩევანი განაპირობა”, ამბობს ის.

პროექტის ამ აღიარების საფუძველი მისი ავტორების უნიკალური იდეა და არქიტექტურული ხედვაა, რომელიც თანამედროვე და ტრადიციული არქიტექტურის ბუნებასთან ჰარმონიულ სინთეზს ისახავს მიზნად და თანაც, ადამიანებს შორის ურთიერთობებს უწყობს ხელს. 

3-შენობიანი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო, დასრულება კი 3 წელიწადში იგეგმება. კომპანია პროექტის განსახორციელებლად გუდაურშიც ემზადება და ანალოგიური კონცეფციისა და მიღებული გამოცდილების გამოყენებას უახლოეს მომავალში გეგმავს.