The Economist-ის წლის ქვეყანა იტალია გახდა

The Economist-ის წლის ქვეყანა იტალია გახდა

პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის ხელმძღვანელობით, იტალია, The Economist-ის მიერ 2021 წლის ქვეყნად დასახელდა. გამოცემამ იტალიის წლის ქვეყნად დასახელებისას ხაზი გაუსვა დრაგის მიერ გატარებულ რეფორმებსა და პრემიერის ლიდერულ თვისებებს.

The Economist-ის ჟურნალისტების განცხადებით, დრაგი პატივსაცემი და კომპეტენტური პრემიერია, ხოლო მთავრობა, ეროვნული აღდგენის გეგმის განხორციელების მიმართულებით, წარმატებულ საქმიანობას ახორციელებს. მედიის განცხადებით, პოლიტიკოსების დიდი ნაწილის მიერ განსხვავებულობების დროებითი უგულებელყოფით , და საფუძვლიანი რეფორმის პროგრამისთვის მხარდაჭერით, იტალია მიიღებს ევროკავშირისგან განსაზღვრულ თანხას, რომელიც პოსტპანდემიური გეგმის მიხედვით გამოიყო.

The Economist-მა ასევე ხაზი გაუსვა ქვეყანაში ვაქცინაციის კამპანიის შედეგებს. მთავრობის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 12 წელს ასაკს გადაცილებული პირების თითქმის 88,37%-მა უკვე მიიღო ვაქცინის პირველი დოზა, 85%-ზე მეტი კი სრულადაა აცრილი. დამატებით, იტალიაში, ბუსტერული დოზით მოსახლეობის 63,98%  აიცრა. მოსალოდნელია, რომ ვაქცინირებულთა რაოდენობა ხუთშაბათიდანაც გაიზრდება, მას შემდეგ, რაც იტალიაში Pfizer/BioNTech-ით 6-დან 11 წლამდე პირთა აცრა იქნება დაშვებული.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში 2022 წლის დასაწყისში, დეპუტატთა პალატა და სენატი მომავალ პრეზიდენტს აირჩევს. პრეზიდენტობის ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატი კი სწორედ მოქმედი პრემიერი, მარიო დრაგია.