THE: მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები 2024 წლისთვის

THE: მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები 2024 წლისთვის

Time Higher Education-მა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2024 წლის რეიტინგი შეადგინა. ის 108 ქვეყანასა და რეგიონში მდებარე 1,906 სასწავლო დაწესებულების შედარების საფუძველზე ჩამოყალიბდა.

როგორც THE აღნიშნავს, 2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგი შედგენილია ახალი, გაუმჯობესებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, რომელიც 18 ინდიკატორს მოიცავს. მათ შორის, ყურადღება გამახვილებულია სწავლებისა და კვლევითი საქმიანობების ხარისხზე, საერთაშორისო პერსპექტივასა და სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებზე.

2024 წლის რეიტინგში პირველობა შეინარჩუნა 2023 წლის სიის ლიდერმა, გაერთიანებულ სამეფოში მდებარე ოქსფორდის უნივერსიტეტმა. აღსანიშნავია, რომ ის Time Higher Education-ის რეიტინგში პირველ პოზიციას ზედიზედ მერვე წელია ინარჩუნებს.

სიის პირველ ათეულში გაერთიანებული სამეფოდან საერთო ჯამში სამი უნივერსიტეტია წარმოდგენილი, დანარჩენი შვიდი კი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ Time Higher Education-ის რეიტინგში გასული წლის მეორე პოზიცია დაკარგა აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტმა, რომლის ადგილიც 2024 წლის სიაში სტენფორდს ხვდა წილად. თავად ჰარვარდის უნივერსიტეტმა კი მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა.

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2024 წლის რეიტინგი:

  1. ოქსფორდის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო)
  2. სტენფორდის უნივერსიტეტი (აშშ)
  3. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (აშშ)
  4. ჰარვარდის უნივერსიტეტი (აშშ)
  5. კემბრიჯის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო)
  6. პრინსტონის უნივერსიტეტი (აშშ)
  7. კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (აშშ)
  8. ლონდონის იმპერიული კოლეჯი (გაერთიანებული სამეფო)
  9. კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი (აშშ)
  10. იელის უნივერსიტეტი (აშშ)