ფოტო: ISTOCK
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.2% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 4.6%-ით განისაზღვრა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, მიმდინარე წლის თებერვალში, იანვართან შედარებით, იგი 2.7%-ს გაუტოლდა. იგივე მაჩვენებელი, თამბაქოს გამორიცხვით, 2.4%-ზეა.
თვიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, თვიურ ჭრილში ყველაზე მეტად პირადი ნივთები (სხვა კატეგორიებში ჩაურთველი) გაძვირდა – ფასები 17.9%-ით გაიზარდა. სატრანსპორტო მომსახურება და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია, შესაბამისად, 5.5 და 1.2%-ით გაძვირდა. გარდა ამისა, ალკოჰოლურ სასმელებზე ფასებმა 2.2%-ით მოიმატა. ბოსტნეული და ბაღჩეული – 4.6%-ით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 3.1%-ით, თევზეული – 1.9%-ით, ხილი და ყურძენი – 1.6%-ით, ხოლო ხორცი და ხორცის პროდუქტები 0.6%-ით გაძვირდა.
საქსტატის ცნობით, სანაცვლოდ, ყველი და კვერცხი 3.5%-ით გაიაფდა, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული კი – 3.2%-ით. ყავის, ჩაისა და კაკაოს ფასები 2.7%-ით შემცირდა, ზეთისა და ცხიმის – 0.9%-ით. ანგარიშის თანახმად, გაიაფდა პური და პურპროდუქტებიც, ამ შემთხვევაში კლებამ 0.5% შეადგინა.
წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენა მოახდინა ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

წლიურ ჭრილში ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა პირადი ნივთების (სხვა კატეგორიებში ჩაურთველი) შემთხვევაში – ზრდამ 57.8% შეადგინა. 23.1%-ით გაძვირდა თევზეული, პური და პურპროდუქტების ფასმა კი 13.8%-ით მოიმატა. ხილისა და ყურძნის ფასი 13.3%-ით გაიზარდა. ფასებმა მოიმატა ასევე ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (10.2%), ხორცისა და ხორცის პროდუქტების (9.6%), შაქრის, ჯემისა და სხვა ტკბილეულის (9.4%), ზეთისა და ცხიმის (7.1%), ყავის, ჩაისა და კაკაოს (5.9%), მინერალური და წყაროს წყლის, ასევე უალკოჰოლო სასმელებისა და ნატურალური წვენების (5.3ძ%) შემთხვევაში. წლიური ჭრილში 5.3%-ით გაძვირდა რძე, ყველი და კვერცხი.












