თეგეტა ჰოლდინგმა 2023 წლის დეკემბერში დამტკიცებული 20 მილიონი ევროს ეკვივალენტი მულტი-სავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, 28 ივნისს 8.3 მილიონი აშშ დოლარი განათავსა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტრანზაქცია 2024 წელს, ადგილობრივ ბაზარზე, პირველი აშშ დოლარში დენომინირებული კორპორაციული ემისიაა. გარიგების ექსკლუზიური საინვესტიციო ბანკი კვლავ გალტ & თაგარტია, რომლის მხარდაჭერითაც კომპანიამ 2023 წელს საქართველოში პირველი ობლიგაციების მულტი-სავალუტო პროგრამა დახურა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს კომპანიამ გალტ & თაგარტთან პარტნიორობით, ჯამურად, 20 მილიონი აშშ დოლარის და 16 მილიონი ევროს ობლიგაციები წარმატებით განათავსა. მათ შორის 7 მილიონი ევრო მიმდინარე მულტი-სავალუტო პროგრამის პირველ ტრანშად განთავსდა.
წარსული ემისიების მსგავსად, მიმდინარე ტრანზაქციისადმი კვლავ მაღალი დაინტერესება იყო ინვესტორების მხრიდან. შედეგად, ობლიგაციები 50-ზე მეტმა ქართველმა და უცხოელმა ინვესტორმა შეიძინა.
აღსანიშნავია, რომ უახლესი ტრანში 8.5% საპროცენტო განაკვეთით განთავსდა. ემისიის ვადიანობა 2 წელია, ხოლო მოზიდული სახსრების გამოყენებას, წინა ემისიის მსგავსად, კომპანია არსებული ვალდებულებების რეფინანსირებისთვის გეგმავს. S