თიბისისი მხარდაჭერით ზუგდიდში DATA BOOTCAMP იწყება

თიბისისი მხარდაჭერით ზუგდიდში DATA BOOTCAMP იწყება

თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერითა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, DATA BOOTCAMP გრძელდება და ზუგდიდში, 15 წელს ზემოთ ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი, BOOTCAMP-ი 28 სექტემბერს დაიწყება და 7 დღე გაგრძელდება.

ბანაკის შემაჯამებელ დემო დღეზე მონაწილეები წარადგენენ პრეზენტაციებს და გამოვლინდებიან გამარჯვებულები. მონაწილეებს შორის, თიბისი, ხუთ რჩეულ ახალგაზრდას გამოავლენს, რომლებიც თიბისის Data Academy-ს ფარგლებში, მონაცემთა დამუშავებისა და პრაქტიკული გადამზადების ორკვირიან კურსებს გაივლიან.

DATA BOOTCAMP გურჯაანში, ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისში ეტაპობრივად ჩატარდება და ჯამში 150-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს.

ბანაკი უკვე გაიმართა გურჯაანში და თიბისის რჩეულმა მონაწილეებმა თიბისის Data Academy-ში წარმატებით გაიარეს ორკვირიანი გადამზადება. თუ გსურს გახდე ზუგდიდის DATA BOOTCAMP-ის მონაწილე, მიიღო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ხელოვნური ინტელექტის – AI, ML, Computer Vision-ის მიმართულებით გაიარე რეგისტრაცია 21 სექტემბრის ჩათვლით.

თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა. თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Data Bootcamp-ის მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, კომუნაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას და მომავალ თაობაში ტექნოლოგიურ სფეროში თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებს. S