საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია დეველოპერული კომპანია „არქის“ მასშტაბური პროექტის – „გრანდ ავენიუს“ – ინვესტორი გახდა.
„ჩემთვის ეს ყველაზე დიდი ინვესტიციაა, რაც მეტყველებს იმ ნდობაზე, რომელიც „არქის“ მიმართ მაქვს. ეს პროექტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე და მაღალი ხარისხის საცხოვრებელი კომპლექსი,“ – აცხადებს ეროვნული ნაკრების კაპიტანი.
„გრანდ ავენიუ არქისგან“ უნიკალური პროექტია – ქალაქის ახალი ცენტრი, რომელიც დადიანის ქუჩაზე, დინამოს სტადიონთან ახლოს, „ქალაქი ქალაქში“ კონცეფციით იქმნება. სულ ცოტა ხნის წინ კომპანიამ წინასწარი გაყიდვების გრანდიოზული ღონისძიება გამართა – 5 საათში კომპლექსის 644 ბინა გაიყიდა, რაც „არქის“ ახალი რეკორდია.
„გრანდ ავენიუ“ თანამედროვე სტანდარტებით იქმნება; განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ლანდშაფტის განვითარებასა და მრავალფეროვან შიდა ინფრასტრუქტურას. ტერიტორიის 75%-ზე გათვალისწინებულია რეკრეაციული ზონები, რაც თბილისის მასშტაბით უპრეცედენტოა.
პროექტის მიზანია თბილისის ამ ნაწილის გარდაქმნა თანამედროვე ტიპის ქალაქის ცენტრად, სადაც იქნება ყველაფერი კომფორტული ცხოვრებისთვის, მუშაობისა და განტვირთვისთვის.
S









