თურქეთ-სირიის საზღვართან მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება

თურქეთ-სირიის საზღვართან მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება

თურქეთ-სირიის საზღვართან თბილისის დროით 05:17 საათზე 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც იგრძნობოდა.

CNN-ის მიერ მოპოვებული ბოლო ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 200 ადამიანამდეა. მათ შორის, თურქეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 76-ს აღწევს, დაშავებულთა რაოდენობა კი – 440-ს. უკანასკნელი ცნობებით, სირიაში მიწისძვრას 111 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 500-ს აჭარბებს. ნანგრევებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.

ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის (USGS) ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრს თურქეთში, გაზიანთეფის პროვინციის ქალაქ ნურდაგის მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთში 1939 წლის შემდეგ არ მომხდარა. მაშინ მოვლენას დაახლოებით 30,000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *