თურქეთის ავტომრეწველობის პროდუქტების ექსპორტის მოცულობამ 2021 წელს $11 მილიარდს გადააჭარბა

თურქეთის ავტომრეწველობის პროდუქტების ექსპორტის მოცულობამ 2021 წელს $11 მილიარდს გადააჭარბა

ოფიციალური მონაცემებით, თურქეთის საავტომობილო სექტორის სამრეწველო პროდუქტების ექსპორტის მოცულობამ 2021 წელს $11.8 მილიარდი შეადგინა. საავტომობილო სექტორმა, რომელიც 16 წლის განმავლობაში თურქეთის ექსპორტის უდიდეს მიმართულებას წარმოადგენდა, 2021 წელს ჯამურად $29.3 მილიარდის ღირებულების ექსპორტი განახორციელა. მონაცემები თურქეთის საავტომობილო ინდუსტრიის ექსპორტიორთა ასოციაციამ (OIB) გაავრცელა.

საავტომობილო სექტორმა სამრეწველო პროდუქტთა ჯგუფში ყველაზე დიდი მოცულობის ექსპორტი განახორციელა. პროდუქცია 200-ზე მეტ ქვეყანაში, თავისუფალ ზონებსა და ავტონომიურ რეგიონებში გავიდა. 2020 წელთან შედარებით ექსპორტის მოცულობა 26%-ით გაიზარდა.

მთავარი საექსპორტო პარტნიორი გერმანიაა, რომლის წილიც მთლიან ქვესამრეწველო ექსპორტში 23%-ს აჭარბებს. ექსპორტის მოცულობის მიხედვით, შემდეგი პარტნიორი იტალიაა, სადაც 2020 წელთან შედარებით გაყიდვების მოცულობა 37%-ით გაიზარდა.

თურქეთის საავტომობილო ინდუსტრიის ექსპორტის მოცულობამ $100 მილიონს შემდეგ ქვეყნებში გადააჭარბა: აშშ,  საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, რუსეთი, ესპანეთი, პოლონეთი, ბელგია, რუმინეთი, მაროკო, სლოვენია, ნიდერლანდები, ეგვიპტე, უნგრეთი, ისრაელი, ერაყი, ირანი, ბრაზილია, ჩეხეთი და უკრაინა.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი საავტომობილო ინდუსტრიის ექსპორტი 2021 წლის განმავლობაში დაახლოებით 15%-ით გაიზარდა,  მაგრამ სამგზავრო და მსუბუქი კომერციული მანქანების გაყიდვები თურქეთში 4.6%-ით შემცირდა.

თურქეთში ავტომობილების გაყიდვები ბოლო თვეებში პანდემიით გამოწვეული მიწოდების პრობლემებისა და თურქული ლირის გაუფასურების ფონზე სესხის მაღალი განაკვეთების გამო საგრძნობლად შემცირდა.

ODD-ის პროგნოზით, გაყიდვები 2022 წელს საშუალოდ 850,000-900,000-მდე გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ 16 წლის განმავლობაში საავტომობილო ინდუსტრია თურქეთის მთავარი საექსპორტო სფეროა, გასულ წელს მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 13.3% სწორედ ამ ინდუსტრიაზე მოდის. ამასთან, მთავარ საექსპორტო ბაზარს 64%-იანი წილით ევროკავშირი იკავებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *