2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, დღეს, 4 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, ჩვენ კი გადავწყვიტეთ, მანამდე გუნდების ტოპ-10 ძვირადღირებული ფეხბურთელი გაგაცნოთ.
Transfermarkt-ზე თურქეთის ნაკრების საბაზრო ღირებულება €385 მილიონს შეადგენს, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების საერთო ფასი კი დაახლოებით ამის ნახევარი, €189.7 მილიონი ევროა.
ორივე ნაკრების მოთამაშეებს შორის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის საბაზრო ფასი 90 მილიონი ევროა. რაც შეეხება თურქეთის ნაკრებს, აქ საბაზრო ღირებულებით ქენან ილდიზი ლიდერობს, რომლის ფასიც 50 მილიონ ევროს შეადგენს.
თურქეთის ნაკრების ტოპ-10 ძვირადღირებული ფეხბურთელი:
- ქენან ილდიზი – €50 მილიონი
- არდა გიულერი – €40 მილიონი
- ჰაქან ჩალჰანოღლუ – €30 მილიონი
- ორქუნ ქოქჩუ – €30 მილიონი
- ფერდი ქადიოღლუ – €25 მილიონი
- ქერემ აქთურქოღლუ – €24 მილიონი
- ბარიშ ალფერ ილმაზი – €21 მილიონი
- ჯან უზუნი – €18 მილიონი
- იუნუს აკგუნი – €14 მილიონი
- მერიჰ დემირალი – €13 მილიონი
საქართველოს ნაკრების ტოპ-10 ძვირადღირებული ფეხბურთელი:
- ხვიჩა კვარაცხელია – €90 მილიონი
- გიორგი მამარდაშვილი – €30 მილიონი
- გიორგი მიქაუტაძე – €12 მილიონი
- ზურიკო დავითაშვილი – €10 მილიონი
- საბა გოგლიჩიძე – €8 მილიონი
- გიორგი ქოჩორაშვილი – €5 მილიონი
- საბა ლობჟანიძე – €4 მილიონი
- ირაკლი აზაროვი – €4 მილიონი
- გიორგი გოჩოლეიშვილი – €2.5 მილიონი
- ბუდუ ზივზივაძე/გიორგი წიტაიშვილი – €2 მილიონი