თურქეთში დეზინფორმაციის შესახებ ახალი კანონი უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება

თურქეთში დეზინფორმაციის შესახებ ახალი კანონი უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება

საზოგადოებრივი წესრიგის, პირადი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად თურქეთში დეზინფორმაციის ახალი კანონი გამოქვეყნდება. პარლამენტში ციფრული პლატფორმების კომისიის თავმჯდომარის, ჰუსეინ იაიმანის განცხადებით, პროექტზე მუშაობა გრძელდება და ახალი კანონი უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება.

თურქეთისა და მსოფლიოსთვის ციფრული ქსელების საკითხის მნიშვნელობაზე საუბრისას, იამანმა ხაზი უკრაინის ომის პერიოდში დეზინფორმაციის გავრცელების ფაქტებს გაუსვა. იაიმანის თქმით, მაშინ როდესაც მსოფლიოში ჰიბრიდული ომის ეპოქა უკვე დაწყებულია, თურქეთის მიზანი ქვეყნის როგორც ყოველდღიურ, ასევე სოციალურ ცხოვრებასა და სახელმწიფო-მოქალაქის ურთიერთობაში ყალბი ამბებისა და დეზინფორმაციის მინიმუმამდე დაყვანაა.

ციფრული პლატფორმების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ახალი პროექტის მიზანი სოციალური მედიის აკრძალვა და შეზღუდვა არაა და მხოლოდ დეზინფორმაციის რეგულაციას ემსახურება. პარლამენტს გერმანიაში, საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში დეზინფორმაციის საწინააღმდეგო კანონის მსგავსი პროექტის შემუშავება სურს, რომელიც როგორც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს.

იაიმანმა სექტემბერში ყველა სოციალური მედიაპროვაიდერის, მათ შორის Facebook-ის, Twitter-ის, Instagram-ის, YouTube-ისა და Amazon-ის მიერ თურქეთში წარმომადგენლობითი ოფისების გახსნის შესახებ განაცხადა. საკანონმდებლო ბაზის შემუშავების დაჩქარების ფონზე, თურქეთი რადიოსა და ტელევიზიის უმაღლესი საბჭოს ფარგლებში, სოციალური მედიის დირექტორატის გახსნასაც განიხილავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *