რაც უფრო მეტი დრო გადის, Apple-ი სულ უფრო მეტად უახლოვდება პირველი, $3-ტრილიონიანი კაპიტალიზაციის მქონე კომპანიის სტატუსს. ფაქტია, რომ ბაზრისთვის Apple-ის წვლილი ისეთი პროდუქტების შემოტანით, როგორიცაა Mac-ი, iPod-ი, iPhone, iPad-ი და Apple Watch-ი უმნიშვნელოვანესია. მიუხედავად იმისა, რომ არცერთი მათგანი მის კატეგორიაში პირველი არ ყოფილა, თითოეულმა მოახერხა და შექმნა მილიარდობით დოლარის მოცულობის ბიზნესი, რომელსაც დღეს Apple-ის ღირებულება რეკორდულ მაჩვენებლამდე აჰყავს.
Apple-ის განვითარებაში კი ტიმ კუკს, როგორც კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. მართალია მას ბაზრისთვის სტივ ჯობსის მიერ შექმნილი პროდუქტების მსგავსი რამ არ წარუდგენია, მაგრამ Apple-ში მის მიერ შეტანილი წვლილი მაინც აღსანიშნავია. განსაკუთრებით კი მისმა სამმა ქმედებამ, Apple-ის მომავალზე გარდამტეხად 2011 წლიდან, სტივის გარდაცვალების შემდგომ იმოქმედა.
პირველი და უმნიშვნელოვანესი, სტაბილურობაა, რომელიც ტიმ კუკმა გუნდს, ჯობსის გარდაცვალების შემდგომ, შეუნარჩუნა. 2009 წელს სტივი ჩამოშორდა ყოველდღიურ მენეჯმენტს, ხოლო კუკი უფრო აქტიურად ჩაერთო კომპანიის საქმიანობაში და სტივის შემდგომ, Apple-ის მომავლით გამოწვეული შეშფოთება Wall Street-ზე დაამშვიდა. 2011 წლიდან კი კუკის ძლიერი მმართველობის საჭიროება უფრო მეტად დადგა, რადგან ყველას მხოლოდ ერთი რამ აინტერესებდა: გადარჩებოდა და განვითარდებოდა თუ არა Apple-ი ჯობსის შემდგომ სამყაროში.
თუმცა, კომპანიის ხელმძღვანელობისთვის კუკს ჯერ კიდევ 2003 წლიდან სტივი თავადვე ამზადებდა. კუკმა კი დაამტკიცა, რომ მას შეეძლო კომპანიის გადარჩენაც და განვითარებაც. ჯობსის გარდაცვალებისას, 2011 წელს, Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $153,3 მილიარდი იყო, 2022 წლისთვის კი მოსალოდნელია, რომ $3-ტრილიონიან ნიშნულს გაუტოლდება. ბიზნესის წარმატების თვალსაზრისით, ტიმ კუკის მმართველობა Apple-ის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდად ითვლება.
მეორე უმნიშვნელოვანესი წვლილი, ბოლო ათწლეულში, კომპანიაში მენეჯმენტის სტილის ცვლილებას უკავშირდება. ტიმ კუკის ხელმძღვანელობამდე, Apple-ი მის გუნდს პროექტის მენეჯერების გარშემო აერთიანებდა, რომელთა სამუშაოც, დასაწყისიდან ბოლომდე, პროექტების დაგეგმვით შემოიფარგლებოდა. კუკი და აღმასრულებელი მენეჯმენტი პროექტს აძლევენ ყველაფერს, რაც მას სჭირდება წარმატებისა და განვითარებისთვის. ეს მოიცავს ფინანსებს, პერსონალს, შესაბამის ინსტრუმენტებსა და სამომავლო ხედვას, ასევე პროექტის მენეჯერებს, რომლებსაც მიუხედავად აღმასრულებელი დირექტორის დაქვემდებარებისა, მუშაობის პროცესში ავტონომია გააჩნიათ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს მოთმენის უნარიც, რომელიც კუკის გუნდის წევრებს ახასიათებს – ისინი ბაზარზე მხოლოდ სრულყოფილ პროდუქტს წარადგენენ, რომლის წარმატებაც გარანტირებულია.
ტიმ კუკის, როგორც აღმასრულებელი დირექტორის, Apple-ის განვითარებაში შეტანილი მესამე წვლილი კი საკუთარი სილიკონის შექმნას უკავშირდება, რაც კომპანიის მომავლისთვის გარდამტეხი ნაბიჯია. სტივსაც ყოველთვის სურდა მისი პროდუქციის მთელი ტექნოლოგიური მილსადენის ფლობა, თუმცა საკუთარი სილიკონის შექმნა იმ დროისთვის უბრალოდ შეუძლებელი იყო. ხოლო კუკს, რომელიც Apple-ის მიწოდების ჯაჭვს ექვს წელზე მეტხანს მართავდა, უფრო მეტი გამოცდილება და ცოდნა აქვს ამ მიმართულებით, ვიდრე ნებისმიერ სხვა აღმასრულებელ დირექტორს ამერიკის შეერთებულ შტატებში.
Apple-ი საკუთარი სილიკონის შექმნის აუცილებლობის წინაშე განსაკუთებით მათი M1 პროცესორის დანერგვის შემდეგ დადგა. ჩიპი, რომელიც სისტემის ჩიპზე მიწოდების მიზნით აერთიანებს CPU-ს, GPU-ს და სხვა საკვანძო ტექნოლოგიებს, აძლევს Apple-ს შესაძლებლობას, აკონტროლოს თავისი პროდუქტები CPU/GPU დონეზე და მის ფარგლებს გარეთ. გარდა ამისა, ხმები დადის, რომ კომპანიაში საკუთარი ფიჭური ჩიპის შექმნაზეც ფიქრობენ. კუკის ხელმძღვანელობით, , 2022 წლის ბოლოსთვის, Apple-ს შესაძლოა მის მიერ წარმოებული სილიკონი ჰქონდეს.
სტაბილურობა, შეცვლილი მენეჯმენტი, ახლა უკვე სილიკონიც, და ამ ყველაფერს დამატებული სამომავლო გეგმები, რომელიც AR/MR-სათვალეებსა და შესაძლო ავტონომიური მანქანის შექმნას უკავშირდება. ეს არის ის, რაც დიდი ალბათობით Apple-ის დატოვების დროისთვის ტიმ კუკს თანამედროვე ისტორიისთვის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ აღმასრულებელ დირექტორად აქცევს.