2024 წელს ვიდეოთამაშების ინდუსტრიამ გლობალურად 182.7 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი დააგენერირა, რომლის უდიდესი ნაწილი მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაზე მოდის. Newzoo-ს მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ ტოპ-10 ქვეყანას ვიდეოთამაშების გაყიდვით მიღებული შემოსავლების მიხედვით.
გასული წლის მონაცემები აჩვენებს, რომ ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში ჩინეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერთად გლობალური შემოსავლის ნახევარზე მეტი დააგენერირა. კერძოდ, ჩინეთის შემთხვევაში მაჩვენებელი $48.7 მილიარდს შეადგენს, აშშ-ის შემთხვევაში კი $1 მილიარდით ნაკლებს, $47.6 მილიარდს – ეს ჯამურად გლობალური შემოსავლების 53%-ზე მეტია.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთში მობილური თამაშები განსაკუთრებით პოპულარულია. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, იქ კონსოლებს, კომპიუტერებსა და მობილურ პლატფორმების შორის ბალანსი შედარებით დაცულია.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთისა და აშშ-ის შემოსავლებთან ახლოს ვერცერთი ქვეყანა ვერ მიდის, თუ მოსახლეობის რაოდენობას გავითვალისწინეთ, იაპონია და სამხრეთ კორეა ვიდეოთამაშების ბაზარზე მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან.
მათ შორის იაპონიამ, რომლის მოსახლეობა ორივე ზემოხსენებული ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობას მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება, 2024 წელს 16.6 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი დააგენერირა. ეს ქვეყნის მდიდარი სათამაშო კულტურისა და ინდუსტრიაში წამყვანი კომპანიების, Nintendo-სა და Sony-ის, წყალობით მოხდა.
რაც შეეხება სამხრეთ კორეას, მან ვიდეოთამაშების გაყიდვით გასულ წელს 7.1 მილიარდი აშშ დოლარი დააგენერირა, ამ შემთხვევაშიც კომპიუტერული თამაშების ძლიერი კულტურის, ასევე მაღალკონკურენტული კიბერსპორტის თამაშების მეშვეობით. ქვეყნის მოსახლეობაში განსაკუთრებით პოპულარულია League of Legends, Overwatch და StarCraft.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ვიდეოთამაშების ბაზრებიდან გერმანია ლიდერობს, 6.4 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავლით. გერმანიის შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი 6.1 მილიარდი აშშ დოლარით და საფრანგეთი 3.8 მილიარდი აშშ დოლარით.
ქვეყანა | შემოსავალი (მლრდ, $) | წილი გლობალურ შემოსავლებში |
---|---|---|
ჩინეთი | 48.7 | 26.7% |
აშშ | 47.6 | 26.1% |
იაპონია | 16.6 | 9.1% |
სამხრ. კორეა | 7.1 | 3.9% |
გერმანია | 6.4 | 3.5% |
დიდი ბრიტანეთი | 6.1 | 3.3% |
საფრანგეთი | 3.8 | 2.1% |
კანადა | 3.0 | 1.6% |
იტალია | 2.5 | 1.4% |
მექსიკა | 2.3 | 1.3% |
დანარჩენი მსოფლიო | 38.6 | 21.1% |
საერთო ჯამი | 182.7 | 100% |