საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ოქტომბრის პროგნოზის მიხედვით, 2026 წლისთვის მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ქვეყნებს შორის კვლავ ლუქსემბურგი, ირლანდია და შვეიცარია იქნებიან მოწინავე პოზიციებზე.
კერძოდ კი, IMF-ის პროგნოზით, მომავალ წელს ლუქსემბურგში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი $154,115-ს მიაღწევს, ირლანდიაში – $135,247-ს, ხოლო შვეიცარიაში – $118,173-ს. ეს ქვეყნები დიდი საგარეო კაპიტალის შედინებით სარგებლობენ, რაც მათ ეკონომიკას მოსახლეობის ზომასთან შედარებით მნიშვნელოვნად აძლიერებს.
საინტერესოა, რომ ტოპ-20-ის პოზიციების ნახევარს ევროპული ქვეყნები იკავებენ, რაც რეგიონში ცხოვრების მაღალი დონის მაჩვენებელია.
მეორე მხრივ, 17 აფრიკული ქვეყანა ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მიხედვით ტოპ-20 უღარიბეს სახელმწიფოს შორისაა.
ტოპ-20 ქვეყანა ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მიხედვით – IMF-ის პროგნოზი 2026 წლისთვის:
| რანგი | ქვეყანა | რეგიონი | ერთ მოსახლეზე მშპ |
|---|---|---|---|
| 1 | ლუქსემბურგი | ევროპა | $154,115 |
| 2 | ირლანდია | ევროპა | $135,247 |
| 3 | შვეიცარია | ევროპა | $118,173 |
| 4 | ისლანდია | ევროპა | $108,591 |
| 5 | სინგაპური | აზია | $99,042 |
| 6 | ნორვეგია | ევროპა | $96,580 |
| 7 | აშშ | ჩრდილოეთი ამერიკა | $92,883 |
| 8 | დანია | ევროპა | $82,706 |
| 9 | ნიდერლანდები | ევროპა | $77,881 |
| 10 | მაკაო | აზია | $77,443 |
| 11 | კატარი | ახლო აღმოსავლეთი | $76,534 |
| 12 | სან-მარინო | ევროპა | $69,493 |
| 13 | ავსტრალია | ოკეანია | $69,358 |
| 14 | შვედეთი | ევროპა | $66,124 |
| 15 | ავსტრია | ევროპა | $65,640 |
| 16 | ისრაელი | ახლო აღმოსავლეთი | $64,275 |
| 17 | ბელგია | ევროპა | $63,896 |
| 18 | გერმანია | ევროპა | $63,600 |
| 19 | გაერთ. სამეფო | ევროპა | $60,011 |
| 20 | ფინეთი | ევროპა | $59,750 |
| — | მსოფლიო | $15,280 |








