ტოპ-20 ქვეყანა სამუშაო ძალის სიდიდის მიხედვით

ტოპ-20 ქვეყანა სამუშაო ძალის სიდიდის მიხედვით

მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, Visual Capitalist-მა სამუშაო ძალის სიდიდის მიხედვით, ტოპ-20 ქვეყანა გამოავლინა. მსოფლიო სამუშაო ძალა – დასაქმებულთა ან სამსახურის აქტიურად მაძიებელთა საერთო რაოდენობა – გლობალური დემოგრაფიისა და ეკონომიკური პოტენციალის შესახებ ბევრ რამეს გვეუბნება.

სამუშაო ძალის თვალსაზრისით, მსოფლიოში პირველ და მეორე ადგილზე აზიური სახელმწიფოებია: ჩინეთი (774 მილიონი) და ინდოეთი (608 მილიონი). მათი ერთად აღებული მაჩვენებელი მსოფლიო სამუშაო ძალის 40%-ზე მეტს შეადგენს, რაც რეგიონს როგორც წარმოებაში, ისე მომსახურების სექტორში, მნიშვნელოვან როლს ანიჭებს.

ამას ემატება აზიის სხვა ეკონომიკების — ინდონეზიის, პაკისტანის, ბანგლადეშისა და ვიეტნამის მონაცემები, რომლებიც კონტინენტის მაჩვენებელს კიდევ ათობით მილიონ სამუშაო ძალას მატებენ, რაც რეგიონის ძლიერ ეკონომიკურ გავლენას უსვამს ხაზს.

ამერიკის შეერთებული შტატები 174 მილიონი მუშახელით მესამე ადგილზეა. ქვეყანას დინამიკური შრომითი ბაზარი აქვს, რომელსაც ემიგრაცია და მომსახურებაზე დაფუძნებული ეკონომიკა აძლიერებს.

იაპონიაში 69 მილიონი ადამიანი მუშაობს, ხოლო გერმანიაში — დაახლოებით 44 მილიონი. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად დემოგრაფიული დაბერებისა, ეს ქვეყნები მაღალ პროდუქტიულობასა და ტექნოლოგიურ ლიდერობას ინარჩუნებენ.

რაც შეეხება აფრიკის ქვეყნებს, ისინი შრომით ბაზარზე ადგილს სწრაფად იკავებენ. მაგალითად, ნიგერია უკვე მეხუთე ადგილზეა 113 მილიონი მუშახელით, ხოლო კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 38 მილიონზე მეტი ადამიანია ეკონომიკურად აქტიური.

ექსპერტების შეფასებით, 2050 წლისთვის აფრიკის სამუშაო ძალა გაორმაგდება, რაც, სავარაუდოდ, გლობალურ ვაჭრობასა და მიგრაციის პროცესებზე მოახდენს გავლენას.

ტოპ-20 ქვეყანა სამუშაო ძალის სიდიდის მიხედვით:
ადგილიქვეყანასამუშაო ძალა (ადამიანი)
1ჩინეთი773,879,678
2ინდოეთი607,691,498
3აშშ174,173,594
4ინდონეზია143,143,940
5ნიგერია113,349,564
6ბრაზილია106,790,403
7პაკისტანი83,643,815
8ბანგლადეში77,355,168
9რუსეთი72,516,535
10იაპონია69,382,089
11მექსიკა60,958,888
12ვიეტნამი57,133,476
13ეთიოპია54,470,278
14ფილიპინები50,979,290
15გერმანია43,772,213
16ტაილანდი40,623,017
17კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა38,546,033
18თურქეთი36,080,817
19გაერთიანებული სამეფო35,358,530
20ეგვიპტე33,748,776