ტოპ-50 ქვეყანა ცენტრალური ბანკის რეზერვების მიხედვით

ტოპ-50 ქვეყანა ცენტრალური ბანკის რეზერვების მიხედვით

ცენტრალური ბანკის რეზერვები ქვეყნის ფინანსური ფარის ფუნქციას ასრულებს, რომელიც უცხოური ვალუტების, ოქროსა და სხვა ლიკვიდური აქტივებისგან შედგება. ეს რეზერვები ვალუტების დასტაბილურებასა და ფინანსური კრიზისების გადალახვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

The World Factbook-დან აღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ მსოფლიოს ტოპ-50 ქვეყანას ცენტრალური ბანკის რეზერვების (ვალუტისა და ოქროს) ღირებულების მიხედვით, 2024 წლის მდგომარეობით.

ეს აქტივები განსაზღვრავს, თუ რამდენად მდგრადია ეკონომიკები შოკების მიმართ და რა გავლენის მოხდენა შეუძლიათ მათ გლობალურ ბაზრებზე.

The World Factbook-ის შეფასებით, ჩინეთს ცენტრალური ბანკის რეზერვებში 3.5 ტრილიონი დოლარი აქვს, რაც ნებისმიერი სხვა ქვეყნის მაჩვენებელს აღემატება. The Economics Review-ის თანახმად, ეს იმით არის გამოწვეული, რომ ქვეყანაში უცხოური ვალუტა იმაზე გაცილებით დიდი რაოდენობით შედის, ვიდრე გაედინება.

იუანის სწრაფი გამყარების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო ბანკი (PBC) აქტიურად ერევა სავალუტო ბაზარზე: ყიდულობს სხვა ვალუტებს და ბაზარზე დამატებით ფულს უშვებს, რაც ინფლაციის რისკს ქმნის. ამ ინფლაციური ზეწოლის კომპენსაციის მიზნით, ჩინეთი სტერილიზაციის სახელით ცნობილ სტრატეგიას იყენებს. ეს გულისხმობს მონეტარული პოლიტიკის ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც საპირისპირო ეფექტს იძლევა.

აღსანიშნავია, რომ ამავე რეიტინგში შვეიცარია მეოთხე პოზიციას იკავებს. 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, შვეიცარიულ ფრანკზე მოთხოვნა გაიზარდა, რადგან ის უსაფრთხო თავშესაფრად მიიჩნეოდა, რამაც მის ღირებულებაზე ზეწოლა მოახდინა.

შვეიცარიული ფრანკის ღირებულების სწრაფი ზრდის გამო, იმპორტი გაიაფდა, რამაც საერთო ფასები შეამცირა და დეფლაციის რისკი შექმნა. ამ რისკის დასაძლევად, შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა (SNB) დიდი რაოდენობით უცხოური ვალუტები შეიძინა, რითაც ფრანკის ზრდა შეანელა, თავისი რეზერვები კი მნიშვნელოვნად გააფართოვა.

ბოლო წლებში, SNB-მა თავისი სავალუტო რეზერვები ინფლაციური ზეწოლის დასაძლევად გამოიყენა. უცხოური ვალუტის გაყიდვით (რაც შიდა ვალუტაზე მოთხოვნის გაზრდას უწყობს ხელს), ცენტრალურ ბანკებს შეუძლიათ თავიანთი ვალუტის გაძვირება, რათა იმპორტი გაიაფდეს, შეამცირონ ფასების საერთო ზრდა და ინფლაცია სამიზნე დონემდე დაიყვანონ.

ტოპ-50 ქვეყანა ცენტრალური ბანკის რეზერვების მიხედვით (2024 წელი): 
ადგილიქვეყანარეზერვების მოცულობა (აშშ დოლარი)
1ჩინეთი3,456,000,000,000
2იაპონია1,231,000,000,000
3აშშ910,037,000,000
4შვეიცარია909,366,000,000
5ინდოეთი643,043,000,000
6რუსეთი597,217,000,000
7საუდის არაბეთი463,870,000,000
8ჰონგ-კონგი425,554,000,000
9სამხრეთი კორეა418,219,000,000
10სინგაპური383,946,000,000
11გერმანია377,936,000,000
12ბრაზილია329,732,000,000
13იტალია290,547,000,000
14საფრანგეთი282,857,000,000
15არაბთა გაერთ. საამიროები237,931,000,000
16ტაილანდი236,934,000,000
17მექსიკა232,035,000,000
18პოლონეთი223,115,000,000
19ისრაელი214,544,000,000
20გაერთიანებული სამეფო174,598,000,000
21ინდონეზია155,708,000,000
22თურქეთი154,774,000,000
23ჩეხეთი146,281,000,000
24კანადა119,778,000,000
25მალაიზია116,229,000,000
26დანია108,405,000,000
27ესპანეთი107,774,000,000
28ფილიპინები106,195,000,000
29ერაყი100,691,000,000
30ლიბია92,894,000,000
31ვიეტნამი83,082,000,000
32ალჟირი83,007,000,000
33ნორვეგია81,242,000,000
34პერუ79,246,000,000
35ნიდერლანდები79,129,000,000
36რუმინეთი73,391,000,000
37სამხრეთი აფრიკა65,435,000,000
38შვედეთი62,569,000,000
39კოლუმბია61,898,000,000
40ავსტრალია60,404,000,000
41კატარი53,987,000,000
42ქუვეითი50,728,000,000
43უნგრეთი46,422,000,000
44ყაზახეთი45,808,000,000
45ეგვიპტე44,921,000,000
46ჩილე44,403,000,000
47უკრაინა43,781,000,000
48ბულგარეთი43,698,000,000
49პორტუგალია42,434,000,000
50ბელგია41,449,000,000
დანარჩენი მსოფლიო (128 ქვეყანა)881,000,000,000