ტრამპის თქმით, პუტინისთვის ომის დასასრულებლად მიცემულ 50-დღიან ვადას შეამცირებს

ტრამპის თქმით, პუტინისთვის ომის დასასრულებლად მიცემულ 50-დღიან ვადას შეამცირებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეამცირებს 50-დღიან ვადას, რომელიც რუსეთს უკრაინაში ომის დასასრულებლად მისცა. ამასთან, ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინით იმედგაცრუებულია, რადგან ის საბრძოლო მოქმედებებს აგრძელებს და მშვიდობის მიღწევას აჭიანურებს.

„იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტი პუტინით“, – განაცხადა ტრამპმა შოტლანდიაში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან შეხვედრის წინ. „ვაპირებ, 50-დღიანი ვადა შევამცირო, რადგან ვფიქრობ, უკვე ვიცი პასუხი კითხვაზე, თუ რა მოხდება“.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპს რუსეთისთვის ომის დასასრულებლად განსაზღვრული ახალი ვადა არ დაუსახელებია.

ტრამპმა პუტინს 50-დღიანი ვადა ამ თვის დასაწყისში მისცა. ის რუსეთსა და მისი საქსპორტო პარტნიორებს სანქციებით დაემუქრა, თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სექტემბრის დასაწყისამდე არ იქნება მიღწეული.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის იანვარში თეთრ სახლში დაბრუნებამდე, დონალდ ტრამპმა, რომელიც საკუთარ თავს მშვიდობის სიმბოლოდ მიიჩნევს, პირობა დადო, რომ სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში მიმდინარე ომს 24 საათში დაასრულებდა. თუმცა აქედან ნახევარი წელი გავიდა და რუსეთ-უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჯერ კიდევ არ მიღწეულა.