ტრამპის თქმით, TikTok-ის გაყიდვის ვადას, სავარაუდოდ, კვლავ გაახანგრძლივებს

ტრამპის თქმით, TikTok-ის გაყიდვის ვადას, სავარაუდოდ, კვლავ გაახანგრძლივებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, ჩინური კომპანია ByteDance-ისთვის მოკლე ვიდეოების აპლიკაციის, TikTok-ის ამერიკული აქტივების გაყიდვის ვადას გაახანგრძლივებს.

დონალდ ტრამპმა მაისში თქვა, რომ 19 ივნისის ვადას გაახანგრძლივებდა. მისივე თქმით, აპლიკაცია 2024 წლის არჩევნებში ახალგაზრდა ამომრჩევლების მოზიდვაში დაეხმარა. დღეს Air Force One-ის ეთერში ჟურნალისტებთან მისმა კომენტარებმა ეს განწყობა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„ალბათ, კი“, – თქვა ტრამპმა, როდესაც ვადის გაგრძელების შესახებ ჰკითხეს. „ალბათ ჩინეთისგან თანხმობა უნდა მივიღოთ, მაგრამ მგონია, რომ ასეც იქნება. ვფიქრობ, პრეზიდენტი სი ძინპინი საბოლოოდ ამას დაამტკიცებს“.

შეგახსენებთ, TikTok-ის მშობელი კომპანია ByteDance-ისთვის სოციალური ქსელის ამერიკული აქტივების გასაყიდად მიცემული თავდაპირველი ვადა 2024 წლის 19 იანვარს ამოიწურა. ვადის ამოწურვის შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით, პლატფორმა უნდა აკრძალულიყო, თუმცა ბაიდენის გადაწყვეტილება ტრამპმა ინაუგურაციის შემდეგ დამატებით 75 დღით გაახანგრძლივა. მოგვიანებით, კი ვადა 19 ივნისამდე გადაწია.