ფოტო: Lindsey Nicholson—Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქონლის ხორცის ფარშის იმპორტზე 90-დღიანი სატარიფო შეღავათი გამოაცხადა. გადაწყვეტილება ქვეყანაში საქონლის ხორცის გაძვირების ფონზე იქნა მიღებული.
ტრამპის განცხადებით, მომდევნო 90 დღის განმავლობაში აშშ ქვეყანაში 300,000 ტონამდე ხორცის იმპორტს ტარიფებისგან გაათავისუფლებს. მისი თქმით, არსებობს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ეს ხორცი მომხმარებლებს მიმდინარე საბაზრო ფასებზე 25%-ით დაბალ ფასად უნდა მიეწოდოს.
ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად საქონლის ხორცის რომელ პროდუქტებზე გავრცელდება შეღავათი და როგორ განხორციელდება ტარიფისგან გათავისუფლება.
აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, ამერიკელები საქონლის ხორცის ფარშში საშუალოდ ფუნტზე (0.454 კგ) $13.06-ს იხდიან, მაშინ როდესაც გასული წლის ივლისში ფასი $11.88, 2024 წლის ივლისში კი $10.86 იყო.










