ტრამპმა TikTok-ის $14 მილიარდად გაყიდვის აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა TikTok-ის $14 მილიარდად გაყიდვის აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მისი გეგმა ჩინური სოცმედია პლატფორმა TikTok-ის ამერიკული ბიზნესის ამერიკელი და გლობალური ინვესტორებისათვის მიყიდვის შესახებ, 2024 წელს მიღებულ კანონში არსებულ ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, ახალი ამერიკული კომპანიის ღირებულება, რომელიც TikTok-ს შეიძენს $14 მილიარდი იქნება, რაც ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ ღირებულებაზე ბევრად დაბალია.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა გასულ წელს მიღებული კანონის ამოქმედების ვადა კიდევ ერთხელ, ამჯერად 2026 წლის 20 იანვრამდე გადაწია. კანონის თანახმად, ჩინური ByteDance-ის ვიდეოსტრიმინგ პლატფორმა TikTok-ს აშშ-ში ფუნქციონირება აეკრძალება თუ კომპანიის ამერიკული ბიზნესი ადგილობრივ ინვესტორებზე არ გასხვისდება.

მიუხედავად TikTok-ის გასხვისების პროცესზე მცირე წინსვლისა, ჯერ კიდევ რჩება რიგი საკითხები, რომლებიც დაზუსტებას მოითხოვს. მაგალითად, როგორ გამოიყენებს მომავალი ამერიკული კომპანია TikTok-ის ყველაზე ღირებულ აქტივს, უნიკალურ ალგორითმს, რომელიც მომხმარებელს რეკომენდაციებს სთავაზობს. როგორც ცნობილია, შეთანხმების დასრულების შემდეგ ამერიკული აუდიტორიისათვის ჩინურისაგან განსხვავებული ალგორითმი შეიქმნება, თუმცა ვინ განახორციელებს აღნიშნულს, ჯერჯერობით უცნობია. საინტერესოა ისიც, რომ პოტენციურ გარიგებას მწვანე შუქი ჩინეთის მთავრობისგანაც სჭირდება.

ტრამპის მიერ ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, ალგორითმი თავიდან გაიწვრთნება და გაკონტროლდება ამერიკული კომპანიის უსაფრთხოების მიმართულების პარტნიორების მიერ, ახალი ალგორითმის ფუნქციონირებას კი სწორედ მფლობელი კომპანია გააკონტროლებს.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.