ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელია, სავარაუდოდ, მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს

ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელია, სავარაუდოდ, მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს

ფოტო: AP

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, „ბარსელონასთან“ მატჩში მარჯვენა მუხლზე ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. კლუბის ოფიციალური განცხადების თანახმად, ფეხბურთელს უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება.

კვარაცხელიამ ტრავმა გუშინ, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მიიღო. დაზიანების სიმძიმის გამო, მისი მოედნიდან გაყვანა თანაგუნდელების დახმარებით გახდა საჭირო.

ტრავმის ხასიათიდან გამომდინარე, ქართველ ფეხბურთელს ხანგრძლივი რეაბილიტაცია ელის, რაც, სავარაუდოდ, სეზონის დარჩენილ ნაწილში მის თამაშს გამორიცხავს. აღდგენითი პერიოდის ზუსტი ხანგრძლივობა ამ ეტაპზე კლუბს არ გაუმჟღავნებია.

PSG-ის განცხადების თანახმად, „ბარსელონასთან“ მატჩის შემდეგ ტრავმები მიიღეს გუნდის სხვა ფეხბურთელებმაც: უსმან დემბელეს მარცხენა ბარძაყზე აქვს დაზიანება, მარკინიოსს კი – მარჯვენაზე. ორივე ფეხბურთელის მკურნალობას, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირა დასჭირდება.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი