Tripadvisor-ის 2022 წლის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებები

Tripadvisor-ის 2022 წლის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებები

ტურისტულმა პლატფორმა Tripadvisor-მა ახლახან 2022 წლის ყველაზე პოპულარული მიმართულებების რეიტინგი გამოაქვეყნა.

რეიტინგში პირველ ადგილს დუბაი იკავებს, თუმცა ის ახლო აღმოსავლეთის ერთადერთი ტურისტული მიმართულება არაა, რომელიც ჩამონათვალში მოხვდა. საინტერესოა, რომ Tripadvisor-ის წლევანდელი ტურისტული მიმართულებები საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც ევროპისა და ტროპიკული ქვეყნების სხვადასხვა ადგილებს, ასევე უდაბნოს.

Tripadvisor-ის 10 ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება მსოფლიოში 2022 წლისთვის:

  1. დუბაი – არაბთა გაერთიანებული საამიროები
  2. ლონდონი – დიდი ბრიტანეთი
  3. კანკუნი – მექსიკა
  4. ბალი – ინდონეზია
  5. კრეტა – საბერძნეთი
  6. რომი – იტალია
  7. კაბო-სან-ლუკასი – მექსიკა
  8. სტამბული – თურქეთი
  9. პარიზი – საფრანგეთი
  10. ჰურგადა – ეგვიპტე

ტრენდული მიმართულების კატეგორია იმ ადგილებისთვისაა განკუთვნილი, რომლებმაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით Tripadvisor-ის პლატფორმაზე მოგზაურთა დადებითი მიმოხილვებისა და რეიტინგების კომბინაციაში ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი დააფიქსირეს.

ტოპ-10 მსოფლიოს ტრენდული ტურისტული მიმართულება 2022 წლისთვის:

  1. მალიორკა – ესპანეთი
  2. კაირო – ეგვიპტე
  3. როდოსი – საბერძნეთი
  4. ტულუმი – მექსიკა
  5. დუბროვნიკი – ხორვატია
  6. იბიცა – ესპანეთი
  7. ნატალი – ბრაზილია
  8. არუშა – ტანზანია
  9. გორემე – თურქეთი
  10. სანტორინი -საბერძნეთი

ტოპ-10 ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება, ამერიკის შეერთებული შტატები:

  1. ლას-ვეგასი – ნევადა
  2. ოაჰუ – ჰავაი
  3. მაუი – ჰავაი
  4. კი-უესტი – ფლორიდა
  5. ნიუ-იორკი – ნიუ-იორკი
  6. ნიუ-ორლეანი – ლუიზიანა
  7. სავანა – ჯორჯია
  8. მაიამი -ფლორიდა
  9. ნეშვილი – ტენესი
  10. სედონა – არიზონა

Tripadvisor-ი რეიტინგს იმ მიმართულებებით ქმნის, რომლებიც მის მომხმარებელში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მეთოდოლოგია ითვალისწინებდა მიმოხილვების შეფასებას 2020 წლის 1 ნოემბრიდან 2021 წლის 31 ოქტომბრამდე პერიოდში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *