მიმდინარე წლის გასულ 10 თვეში, იანვარ-ოქტომბერში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 619 მლნ ლარი დაიხარჯა, თვეში საშუალოდ 62 მლნ ლარი იხარჯებოდა. შესაბამისად, წლის ბოლომდე კიდევ 120 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს, რაც ნიშნავს, რომ ამჟამად არსებული წლიური გეგმა – 704 მლნ ლარი, დაახლოებით 40 მლნ ლარით არის გასაზრდელი.
2014 წლიდან მოყოლებული, საყოველთაო ჯანდაცვას თავდაპირველი გეგმით გამოყოფილი თანხა არასდროს ყოფნის. მიუხედავად იმისა, რომ ახრჯების შემზღუდველი სხვდასხვა ნორმა ამოქმედდა, საყოველთაო მხოლოდ დასახელაბაში ადრჩა და რეალურად საყოველთაო აღარ არის, ახრჯების ზრდა მაინც ვერ შეჩერდა. ეს ჯანდაცვის სერვისების გაძვირებით და არაეფექტიანი ხარჯვით არის გამოწვეული.
სამინისტრომ დამატებითი 40 მლნ ლარი ან სხვა პროგრამებიან ეკონომიით უნდა დააფინანსოს ან სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტი უნდა შეიცვალოს, რაც 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის ცვლილებას საჭიროებს.
ცხრილი1. ჯანდაცვის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის გეგმა და 10 თვის შესრულება
ბიუჯეტის მუხლები | 2018 წლის გეგმა | 10 თვის ფაქტი | სხვაობა |
სამინისტროს ბიუჯეტი სულ | 3528 | 2895 | 633 |
პროგრამების მართვა | 47.6 | 43.8 | 3.8 |
პენსია და სოციალური დახმარება | 2468 | 2026 | 442 |
ჯანდაცვა | 983 | 815 | 168 |
საყოველთაო ჯანდაცვა | 704 | 619 | 85 |
საზოგადოებრივი ჯანდაცვა | 98.5 | 61 | 37.5 |
სამედიცინო მომსახურება პრიორიტეტულ სფეროებში | 180 | 136 | 44 |
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია/აღჭურვა | 25 | 8 | 17 |
შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა | 3.7 | 2.4 | 1.3 |
წყარო: ფინანსთა სამინისტრო და სახელმწიფო ხაზინა